27 თებერვალი, 2014
სიშიშვლე ბათუმიდან - ''გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება...''
დროთა განმავლობაში ინტერესის სფერო შევიცვალე, ციფრულ კამერასა და გლამურის გადაღებაზე გადავედი ფოტოხელოვანი გიორგი მჟავანაძე ბათუმში მოღვაწეობს. მისი ფოტოარქივი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია. უცნაურია, მაგრამ ბათუმელი ხელოვანი მშობლიურ ქალაქში ადვილად ახერხებს, რომ გოგონები შიშვლად პოზირებაზე დაითანხმოს, რისი პრობლემაც დედაქალაქში მოღვაწე ფოტოგრაფებს ხშირად აქვთ. გიორგის ფოტოარქივში ამ ჟანრს ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- გიორგი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი...
- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. მიყვარს მრავალფეროვნება, ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც მძაფრად გამოხატავს
ჩემს გრძნობებს. მქონდა პერიოდი, როდესაც სულ მძიმე ფერებში ვხატავდი, ეს ჩანს კიდეც ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებში.…ახლა ვმუშაობ არქიტექტურულ ესკიზებსა და ინტერიერის დიზაინზე.

Rating

- ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?
- ერთხელ ჩემს მეგობარს ამერიკელი ფოტოგრაფი ესტუმრა. მის შესახებ საინტერესო ამბავს მომიყვნენ და მას შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით. დროთა განმავლობაში ეს გატაცებაზე მეტი გახდა. პირველი ფოტოები ჩემს სოფელში მოხუცებს გადავუღე. მათ სახეზე ვხედავ მთელ ცხოვრებას, ემოციას. კარგად მახსოვს, როგორ გადავიღე პირველი ფოტო, ეს იყო მოხუცი ქალი, რომელიც სოფლის ორღობეში ყავარჯნით მიაბიჯებდა, ღრუბლიანი ამინდი იყო.

Rating

- ძალიან ლამაზი შავ-თეთრი ფოტოების სერია ვნახე შენს არქივში...
- დიახ, ამ მოხუცებიდან ბევრი ცოცხალიც აღარ არის. ისინი არიან უბრალო მშრომელი ხალხი, მათი შვილიშვილები. ასევე ძალიან მიყვარს წვიმიანი ბათუმი, სანაპიროზე რომ გავდივარ, თვალწინ შავ-თეთრი კადრები მიდგას, აქ მხოლოდ ორ ფერს ვხედავ. დროთა განმავლობაში ინტერესის სფერო შევიცვალე, ციფრულ კამერასა და გლამურის გადაღებაზე გადავედი.

Rating

- ფოტოებში დიდი ადგილი უკავია ნუდის, ამაზე გოგონების დათანხმებას ბევრი ვერ ახერხებს...
- სიშიშვლეს რომანტიკულად ვუყურებ. ეს ხელოვნებაა, სილამაზე, ბუნებამ სრულყოფილება ქალის სხეულში განასახიერა. ვფიქრობ, ქალის სხეული ნატიფი და მრავალფეროვანია. გოგონებს ჩემთან კომპლექსი არ აქვთ, თუმცა მხოლოდ შიშველ ნატურას არ ვიღებ.

Rating

- ალბათ მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახე არ გამოუჩინო...
- სახედამალული ფოტო უფრო იდუმალია. მათაც არ აქვთ ამის სურვილი. გოგონების უმეტესობას სიამოვნებს ჩემთან გადაღება, სახეს არ მალავენ, უბრალოდ, ზოგ კადრში მე ვმალავ.

Rating

- შენი გადაღებული სერიებიდან განსაკუთრებულად რომელი გიყვარს?
- პორტრეტები ჟანრული გაფორმებით, გლამური და გოგონები.

Rating

- ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსენდება?
- რთული იყო გოგონას გადაღება, რომელიც თევზებთან ერთად წყალში იწვა. როგორც კი აუზში ჩადიოდა, თევზები ქრებოდნენ და დიდხანს ველოდით მათ დაბრუნებას.
- განსაკუთრებულად საყვარელი ფოტოც გექნება არქივში, მისი გადაღების ისტორია როგორია?
- საინტერესო ფოტო მაქვს ფეხმძიმე გოგონასი, სასიამოვნოდ მახსენდება გადაღებები. მეგობრის სახლში ვიყავით, ''ენიგმას'' ვუსმენდით და ყველანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში ვიყავით.

Rating

- ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები თუ მოხვედრილან შენს ფოტოობიექტივში?
- ცნობილ სახეებს არ ვუღებ, შემთხვევით გადამიღია მხოლოდ კლუბებში, ეს დიდს არაფერს ნიშნავს, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ არ ვუღებ, არ მიზიდავს.
- საოცნებო პროექტი რომელია, რისი გამოხატვა გინდა ამ პროექტით?
- ფოტოგრაფიაში ჯერ კიდევ დასახვეწი ვარ, საოცნებო პროექტზე კი გეტყვით, რომ არ მიყვარს იდეების გამხელა. სამომავლოდ მინდა გავაკეთო პერსონალური გამოფენა - ჩემი ნახატების, არქიტექტურული ესკიზებისა და ფოტოების.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
დავით ნაცვლიშვილი
გიორგი კარგი ნამუშევრებია, გისურვებ წარმატებებს და წინსვლას!!! პატივისცემით მოყვარული ფოტიგრაფი ''დავით ნაცვლიშლი''.
00:01 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა ს
ვაიმეეე ვაიმეეე ტქვენ ტავს მიხედეტ ყველაზე მაგარი ყველაზე ნიცჰიერი ხარ გიოოო სჰურიტ ნუ სკდებıტ უსაქმურებოო :))
20:21 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისი
გამოვა ახლა ეს და დეიწყებს ტრაბახს მე საქართველოსთვის რამდენი რამემაქ განაკეთებიო, არადა ქათამიი, რაცხა კაცურ საქმეს მოკიდეთ ხელი ბიჯო ანდა გეიხედ გამეიხედე დასახატის მეტი რაა და გადასაღების ამ ქალებს რო ჩაჩერებიხარ გამადიდებელით ტრაკში შეჩემალაა პროპტოლოგიხარ თუ ხელოვანი,ფუუუ გლახა, ტქვენ რო კარგად გეცხოვრათ და რომ იცხოვროთ სისხლიმაქ დაღვრილი და ახლაც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე დავდივართ ბიჭები ამათ მიბაძეთ ევროპელ სირებს ნუ ბაძავთ არაა მაგი ჩვენ გენში,ხალხო თქვენც ტაშს როუკღავთ შენიანი რო ასე გადეიღონ ქვეყნის სასაცილოდ ნუთუ არაფერს იტყვით,დაგვენგრა ქვეყანა აზრზე მოდით ბიჭოოოოოო
15:37 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კოჭო
ვისაც ეგ ხელოვნებაა თუ რაღაც ოხრობაა მოგწონთ მოგი.... გემოვნება, გახადე აბა ერთი შენები და მაგათ გადაუღეთ და გამოაქვეყნეთ ჯერ და მერე გადაუღეთ სხვას თქვე ავადმყოფებოოო
15:19 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კუკურიცჰი
ეს წამხედურება სისხში აქვს ქართველებს ევროპას რომ ბაძავენ ვითომ ჩვენი ბრალია რომ ყველას ტაშს ვუკრავთ და ვამხნევებთ რომ მაგარია, ძალიან არმინდა რომ ჩემა შვილებმა ეს ნახოს ეს ხელოვნება კიარა გარყვნილებაა ამით ქალის ფასიც უფასურდება და ვისაც ეგ მოგწონთ ქალბტონებო ქუჩაში რომ მოგაძახებთ ვიღაც რა კარგი მუტელიაო ნუ გაგიკვირდებათ მაშინ პირიქიტ მადლობა მოუხადეთ თუ ესე მოგწონთ, სიამოვნებით გავძუყნიდი ამ ყმაწვილს და ამისთანეებსაც რომ აფუჭებენ ახალგაზრდა გოგოებს. დიახ ამათი მეშვეობით ხდება ახალგაზრდები უკომპლექსო და გარყვნილი
15:11 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS