02 დეკემბერი, 2018
სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე მაკა ასათიანის, ადრიანა ლიმას და ანჯელინა ჯოლის საყვარელი დიზაინერი ჩააცმევს
სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ყავს. საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად საფ­რან­გე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი მი­ტინ­გებ­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა...

მას ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­დნენ გე­მოვ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სად და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - მიდი კა­ბე­ბი და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, მკვეთ­რი ფე­რე­ბი, მა­სი­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და სხვა პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მან მა­სი­ურ ბეჭ­დებ­სა და სა­ყუ­რე­ებ­ზე უარი თქვა და შეხვედრებზე შე­და­რე­ბით
მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

Rating

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ ზრუ­ნავს ქვეყ­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის მან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

AMBEBI.GE დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს ესა­უბ­რა:

"ჩემი და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ ზა­ფხულს შედ­გა. ის ჩვენ­თან თაკო ჩხე­ი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ვი­და და შვი­ლის - თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის სა­მო­სი შე­ი­კე­რა. მის­მა ვაჟ­მა ქორ­წი­ლი ყაზ­ბეგ­ში გა­და­ი­ხა­და, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს უშუ­ა­ლოდ ქორ­წი­ლის დღის­თვის კაბა შე­ვუ­კე­რეთ, მე­ო­რე დღის­თვის სა­მე­უ­ლი შევ­ქმე­ნით.
სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა. ის კი არ შევ­ქმე­ნით, რაც მას უნ­დო­და, ჩემი 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ მის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კოს­ტი­უ­მე­ბი და შევ­კე­რეთ. დი­ზა­ი­ნე­რის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. დრო­უ­ლად მო­დი­ო­და ე.წ. "პრი­მერ­კა­ზე", გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და უშუ­ა­ლო მან­დი­ლო­სა­ნია.

Rating

- აშ­კა­რაა, რომ ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს შავი და უფრო მკვეთრ ფე­რებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას...

- პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყვი იმას, რომ ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მან­დი­ლო­სა­ნია. ქარ­თველ ქა­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და ასეა ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს შემ­თხვე­ვა­შიც. ფე­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მას სა­ოც­რად უხ­დე­ბა ყვი­თე­ლი ფერი, როცა ჩვენს მიერ შე­კე­რი­ლი ყვი­თე­ლი კოს­ტი­უ­მი ჩა­იც­ვა, ისე მო­უხ­და, ვკი­ო­დით. ულა­მა­ზე­სი იყო.
მას შემ­დეგ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ მქო­ნია, თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ახლა უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რებს ქარ­თველ დი­ზაინე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მე რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი, ვურ­ჩევ, ხში­რად ჩა­იც­ვას ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბი, რაც ჩვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კა და ჩაც­მა ერ­თად, რთუ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვი­მარ­თლა - დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს.

კი­დევ ერთი დი­ზაი­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეა. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

Rating

დღეს ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბა­ი­ე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვარ­სკვლა­ვებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­მა მო­ირ­გო, მათ შო­რის არის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ად­რი­ა­ნა ლიმა.

წლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ის სწო­რედ ჯა­ბას მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. კა­ბის ბოლო დე­ტა­ლე­ბი ახლა სრულ­დე­ბა და უფრო და­ზუს­ტე­ბით ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე ესა­უბ­რა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS