28 ნოემბერი, 2018
"სულელმა სააკაშვილმა დამამწყვდია" - რაზე ისაუბრა გიორგი დემეტრაძემ რუსულ გამოცემასთან
რუ­სულ­მა სპორ­ტულ­მა გა­მო­ცე­მა "Sport-express.ru"-მ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ თავ­დამ­სხმელ­თან, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს, ქარ­თულ ფეხ­ბურთსა და პო­ლი­ტი­კა­ს შე­ე­ხო.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ფეხ­ბურ­თის­გან შორს არ ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ. რთუ­ლი გრა­ფი­კია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

- სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი რა სიძ­ლი­ე­რის გუნ­დია?

- წინსვლა გვაქვს, ერთა ლი­გა­ში მა­ღალ დი­ვი­ზი­ონ­ში გა­და­ვე­დით, არ­ც ერ­თი თა­მა­ში წაგ­ვი­გია. მი­ნი­მა­ლუ­რი ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

- და მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ზა­ნი რა არის?

- რო­გორ თუ რა? ევრო 2020-ზე მოხ­ვედ­რა. ჩვენ
ამ­ბი­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ. კარ­გი შან­სი გვაქვს. ბე­ლო­რუ­სი, მა­კე­დო­ნია და კო­სო­ვო - ეს ნაკ­რე­ბე­ბი ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი არი­ან.

- სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში დიდი ტა­ლან­ტე­ბი გყავთ?

- უმე­ტე­სი მათ­გა­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შობს. "გენ­ტში" ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე გვყავს.

- ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე რას იტყვით? მას მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვი" აკ­ვირ­დე­ბო­და...

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭია, მაგ­რამ ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბა გაზ­რდა. "ლო­კო­მო­ტი­ვის" ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ არ მსმე­ნია. აი, ჩაკ­ვე­ტა­ძე კი უკვე სტა­ბი­ლუ­რად უმაღ­ლეს დო­ნე­ზე თა­მა­შობს.

- სა­წყე­ნია, რომ გი­ორ­გი ჯი­ქი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს რუ­სე­თი ამ­ჯო­ბი­ნა?

- და "სპარ­ტა­კი". შე­სა­ნიშ­ნა­ვი მცვე­ლია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია. რო­გორ უნდა გან­ვსა­ჯო, თუმ­ცა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თვის. კვირ­კვე­ლია და ჯი­ქია ერ­თად რომ თა­მა­შობ­დნენ, იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ დიდი ტა­ლან­ტი - ჯანო ანა­ნი­ძეც გვყავს, მაგ­რამ ის ტრავ­მებ­მა გა­ა­წა­მა. მას სტა­ბი­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS