"მხოლოდ ქართულს" დაწყებას წინ "სკანდალი" უძღოდა. თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება მოიარა ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ "გასროლილმა" ახალმა ამბავმა, თითქოს სოფო ორსულად იყო და არ იცოდა, შეძლებდა თუ არა, ლაივ-კონცერტებში ჩართულიყო.
- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მე ვყავარ ამოჩემებული. თუმცა, ხანდახან ისეთ

- როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თქვენ ორსულად ხართ და ამიტომ არ იცოდა, "მხოლოდ ქართულში" როგორ შეძლებდით მუშაობის გაგრძელებას, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ეს მოისმინეთ?
- სამზარეულოში ვიჯექი, როცა გიორგის ვუყურებდი "შუადღის" ეთერში. ეს რომ თქვა, ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი გამცინებოდა თუ გავბრაზებოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვიცი გიორგის ტიპაჟი, უბრალოდ ვერ გავბრაზდი.
არადა ძალიან ძნელი იყო იმის მიღება, რომ მეგობარი შენზე ხუმრობს პირდაპირ ეთერში და შეიძლება მაყურებლის დიდ ნაწილს ეს დაეჯერებინა.
სულ რომ სიმართლე ყოფილიყო, ნამდვილად არ მენდომებოდა, მეგობარს პირდაპირ ეთერში ჩემი ცხოვრების დეტალები მოეყოლა. მაგრამ გიორგი არის გიორგი, რაც მისთვის მიპატიებია, სხვისთვის არავისთვის მიპატიებია.
ჟურნალი "სარკე"
ავთო ჩიტიძე