- შენც ხვდები და ჩვენც, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ ამ პროექტში იღებ მონაწილებას. რას იტყვი?
- ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია, მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდე ისეთ პროექტში მონაწილეობას, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია". ამიტომ საოცარი განცდა მაქვს და მგონია, ცოტა

- ცეკვაში და ამ პროექტში რა აღმოაჩინე?
- სამეჯლისო ცეკვა ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო "ტერიტორიაა". ცეკვა ყოველთის მიყვარდა და სცენაზე პატარა დოზით მიცეკვია კიდეც, მაგრამ ასე მასშტაბურად, როგორც ამ პროექტში, არა. აქ ტექნიკა სპეციფიკურია, სხვა წესებია, ყველაფერს სხვანაირად უნდა მიუდგე, ამიტომ ეს ცეკვები ჩემთვის ძალიან ახალია, რითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება დაღლილი ვიყო, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ მოვდუნდე, ან რეპეტიციაზე გავჩერდე იმიტომ, რომ თუ გვინდა, უკეთესი შედეგი გვქონდეს, მეტად უნდა ვიმუშაოთ.

- პროფესიონალი პარტნიორი გყავს, თავის სფეროში ყველაზე წარმატებულია, პროფესიონალია, თქვენი ტანდემი შედგა. ადვილად გაუგეთ და აეწყეთ ერთმანეთს?
- ძალიან კარგად და ადვილად შევეწყვეთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ შრომისმოყვარე ადამიანებს. ოთოში ეს დავინახე, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჯგუფურ რეპეტიციებზე დაგვაწყვილებდნენ. ნიჭიერი რომაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოზიტივი. მასთან რეპეტიციაზე არ გრძნობ იმას, რომ იღლები და მუშაობ, პირიქით, დიდ სიამოვნებას იღებ და მიხარია, რომ ამ ადამიანთან ერთად მიწევს მუშაობა და მგონი, მაგ მხრივ ერთმანეთს ვგავართ... არ გვინდა, გავჩერდეთ, ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც, რასაც ვაფასებ. განაგრძეთ კითხვა: