21 ნოემბერი, 2018
"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი
სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს დიდი ხა­ნია არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წა­უყ­ვა­ნია გა­და­ცე­მა, არც რა­დი­ო­ში, არც ტე­ლე­შო­უ­ებ­ში ჩანს ხში­რად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მისი პი­რა­დი თუ საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს. ბოლო დროს ეს ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

პო­ლი­ტი­კურ კუთ­ვნი­ლე­ბა­ზე გო­გი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ. ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ამას პო­პუ­ლა­რო­ბის გამო არ ვა­კე­თებ. აქ­ტი­უ­რი ვარ იმის­თვის, რომ ძვე­ლი, სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი არ
დაბ­რუნ­დეს. არ მიყ­ვარს უტი­ფა­რი, დე­მა­გო­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

- რა მოგ­წონთ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­დან და რა არა?

- ჩემი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ღიად ვამ­ბობ ამ მთავ­რო­ბა­ზეც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. ბევ­რმა არას­წო­რად გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე, ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ცუ­დად წა­რუ­ძღვნენ საქ­მეს, მაგ­რამ დღეს მე არ მე­ში­ნია ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის, ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის. არ მე­ში­ნია, რომ ვი­ღაც ღა­მით და­მად­გე­ბა თავ­ზე და მთელ ჩემს ქო­ნე­ბას გა­და­ი­ფორ­მებს.

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი უმა­დუ­რო­ბაა. ის დრო რომ და­აბ­რუ­ნო, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­ბე­დავ­დნენ სტა­ტუ­სე­ბის ასე თა­მა­მად წე­რას ან ხმის ამო­ღე­ბას? ახ­ლან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გამო არც თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი, არც სამ­სა­ხურს, არც მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას. ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის ის, რომ მშვიდ, ბედ­ნი­ერ, ლაღ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც არ შე­მე­შინ­დე­ბა დიქ­ტა­ტო­რე­ბის. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS