ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი სწორედ ლარა იანია, 25 წლის მომხიბვლელი მოდელი საქართველოს „მის უნივერსის“ კონკურსზე წარადგენს.
- ლარა, სანამ საკონკურსო სამზადისზე ვისაუბრებთ, მოგვიყევი, როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?
- ჩემი სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით დაიწყო. სულ 9 სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელი ვარ, ბოლოს
- საქართველოში საცხოვრებლად რატომ დაბრუნდით?
- ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში და ჩემი ოცნება იყო აქ ცხოვრება, უკვე 3 წელია, რაც გადმოვედით საქართველოში. მართალია, რუსეთში უფრო დიდი ბაზარია და შემოსავლიანი, მაგრამ იქ ყოველთვის აკეთებენ აქცენტს კავსასიელებზე. მქონდა „მის რუსეთის“ კონკურსიდან შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. უფრო ტოპ-მოდელების კონკურსებზე გამოვდიოდი. მინდოდა, უფრო ჩემი საქართველო მესახელებინა. 2014 წელს მივიღე მონაწილეობა საქართველოში „ელიტ-მოდელ ლუქში“, შემდეგ კი სამოგზაუროდ წავედი, ერთხელაც სააგენტოში შევიარე სტუმრად და მოვხვდი „მის საქართველოს“ კასტინგზე. მითხრეს, ხვალ გვაქვს კასტინგი და ისე არ გაგიშვებთო, კი ვიფიქრე, რაღა დროს ჩემი კონკურსებია-მეთქი, მაგრამ მინდოდა რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში და მონაწილეობა მივიღე.
- ლარა იანი სადაური წარმოშობის სახელი და გვარია?
- ნახევრად სომეხი ვარ და ნახევრად ქართველი. ლარა იანი კი ჩემი სასცენო სახელია. უამრავ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მეორე ტურშიც გადავედი, მაგრამ რატომღაც ეთერშიც კი არ გაუშვეს ჩემი სიმღერა. ერთი წლის წინ დავიწყე მზადება, 29 ნოემბერს მივფრინავ ტაილანდში, სადაც ტარდება სილამაზის კონკურსი „მის უნივერსი“. ამ კონკურსის გამო სამსახურიდანაც კი წამოვედი, ვვარჯიშობ, კაბებს ვიკერავ, ვცდილობ, რეჟიმში ვიცხოვრო.
- სად მუშაობდით?
- ვიზაჟისტად ვმუშაობდი, საღამოობით კი ბარებში ვმღერი და ამ ყველაფერს კონკურსთან ვერ ვათანხმებდი და სამსახურიდან წამოვედი. „მის უნივერსზე“ სულ 88 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წარმატების იმედი მაქვს.
საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე ყველა ქვეყანას ჰყავს სპონსორი, დიზაინერი და ა.შ. სხვა ქვეყნებიდან გოგონები დიდი ჩემოდნებით ჩამოდიან და კოსმეტიკასაც კი სპონსორები უფინანსებენ, რადგან ამ კომპანიების რეკლამა კეთდება, ჩვენს ქვეყანაში კი ასე არ ხდება. უცხოელებს არ უწევთ ნევრიულობა იმაზე, რომ რაღაც აკლიათ, თუნდაც მხარდაჭერა.
მე მაგალითად მხარდაჭერა მაკლია, მოხარული ვიქნებოდი, საქართველომ იცოდეს, ვინ მიდის მისი სახელით სილამაზის კონკურსზე. მე არ უნდა დავდიოდე და ვაკეთებდე რეკლამას, რომ მივდივარ კონკურსზე, საქართველოს უნდა აინტერესებდეს.