19 ნოემბერი, 2018
"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, ბოლო პე­რი­ოდ­ში, საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა - ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­ი­ტა­რა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ბან­კის­გან აქვს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას თუ არ გა­და­იხ­დის, გა­მო­დის, ქუ­ჩა­ში რჩე­ბა. სწო­რედ ამის გამო ზუ­რამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ემიგ­რა­ცი­ა­ში ის­რა­ელ­ში წა­ვი­და.

ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლი­სა და იქა­უ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ამ უბანს ადრე ებ­რა­ე­ლე­ბის უბანს ეძახ­დნენ. ბევ­რი ებ­რა­ე­ლი წა­ვი­და ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და მათ­თან
კონ­ტაქ­ტი დღემ­დე არ გა­მი­წყვე­ტია. ახლა, როცა აქ ჩა­მო­ვე­დი, ბევ­რი მათ­გა­ნი და მათ შო­რის, ილო ბა­ა­ზო­ვი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, დამ­ხვდა და გვერ­დით მიდ­გა­ნან.

მახ­სოვს, უბან­ში, თით­ქმის ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ერ­თმა­ნეთ­თან ყვე­ლას სა­ოც­რად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­და. ის თბი­ლი­სი მე­ნატ­რე­ბა. ადრე, შვი­ლებს სწი­რავ­დნენ ქვე­ყა­ნას, ახლა კი უკა­ნა­ლებს აჩ­ვე­ნე­ბენ. ამის ყუ­რე­ბა მი­ჭირს. ჩემი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ერთი დღეც რომ არ გა­ვი­ა­რო ფე­ხით, ცუ­დად ვხდე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ ასე მო­ი­ტა­ნა და ახლა ის­რა­ელ­ში მი­წევს ემიგ­რან­ტად ცხოვ­რე­ბა. ოჯახს, საქ­მეს, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას სჭირ­დე­ბა ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი, რუ­სეთ­შიც მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ახლა ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ვე­დი. აქ ვი­ცხოვ­რებ და ვიმ­ღე­რებ. იმე­დია, ცოტა ფეხ­ზე წა­მოვ­დგე­ბი.

ახლა თელ-ავივ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ. ვიმ­ღე­რებ რეს­ტო­რან­ში, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მივ­ხე­დავ ჩემს ოჯახს და ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­ვი­ღებ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და მერე, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS