- არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა, ორი სიტყვით გეტყვით, ჩემი აზრით, ისეთივე ჩველუებრივი ადამიანი ვარ არაჩვეულებრივი თვისებებით, როგორიც სხვა დანარჩენი, უბრალოდ საკუთარ თავში უნდა იპოვო კარგიც და ცუდიც.
- რამდენიმე თვის წინ,
- ამ ინციდენტის გახსენება მაინცდამაინც პოზიტიური არ არის ჩემთვის.. ძირითადი აქცენტი მამაზე იყო, მისი ადგილმდებარეობა აინტერესებდათ, ასევე, რა ურთიერთობა მქონდა მამასთან და სხვა პირებთან, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. მეტს ამ თემაზე არაფერს ვიტყვი.
- ცნობილია, რომ მამა არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
- მამაზე არაფერს გეტყვით. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემში, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. აღზრდას რაც შეეხება, ყოველთვის სამართლიანობისკენ მომიწოდებს, კეთილსინდისიერებისკენ, სულგრძელებისკენ და ცდილობს, საკუთარ თავთან მუშაობაში დამეხმაროს.

- დედას რაც შეეხება?
- დედა ექიმია, რთულ პირობებში უწევს მუშაობა და ამას განვიცდი. მე და თათა ერთად გავიზარდეთ, ძალიან საყვარელი და ძვირფასია ჩემთვის, ერთმანეთს ხშირად ვაძლევთ რჩევა-დარიგებებს, ზოგჯერ გრამატიკულ შეცდომებს უშვებს და როცა ვუსწორებ, ამბობს: რთულია პოეტის დედობაო.
- ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, შეყვარებული თუ ხართ?
- თაყვანისმცემლები ხმამაღალი ნათქვამია, გულშემატკივრებზე გეტყვით რომ მაძლიერებენ და დიდ სტიმულს მაძლევენ! დიდ მადლობას ვუხდი მათ. რაც შეეხება შეყვარებულს, შეყვარებული ვარ სიყვარულზე.