- შენს ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, ოჯახური თანაცხოვრება, ნანატრი შვილის დაბადება... თუმცა, ცოლს დაშორდი და ახალი სიყვარული იპოვე. ვიცი, ამ თემაზე არ საუბრობ, მაგრამ უნდა გკითხო, როგორი დამოკიდებულება გაქვს
- მე და მარისა დიდი ხანი ველოდით შვილს და ერთ დღესაც, ღმერთმა, დაშას სახით, დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. თუმცა, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს! მე და მარიშა გავშორდით, თუმცა, დაშა ახლა დიდი გოგოა, 9 წლის და ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს. ყველა ამბობს, დაშა შენ გგავსო, მაგრამ ცისფერთვალება, თეთრი, ქერა ბავშვია და მე ვერ ვიმსგავსებ (იცინის). თუმცა, ხასიათებით და მუსიკალური სმენით მგავს. სხვანაირი ბავშვია, დინჯი, წესიერი. ხატვა უყვარს და უნდა, რომ ვეტერინარი გამოვიდეს. მართალია, დედასთან ცხოვრობს, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩართული ვარ, მიმყავს სკოლაში, ვსეირნობთ, ვამეცადინებ, მესაიდუმლოება...ერთი დღე რომ არ ვნახო, ცუდად ვარ, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ქალბატონია. რაც შეეხება დაშორებას, მე არ ვარ ის კაცი, ცოლს მოვატყუო. შემიყვარდა სხვა ადამიანი და ტყუილში და გაურკვევლობაში ცხოვრებას, მერჩივნა, როცა დრო და მომენტი დადგა, ცოლისთვის ეს ამბავი პირდაპირ მეთქვა.
- ვინ არის ის ადამიანი, რომლის სიყვარულის გამოც შენი ცხოვრება შეცვალე? სად გაიცანი და დღეს ერთად ცხოვრობთ?
- ტატიანა ვოლიანსკაია, რვა წლით უმცროსია ჩემზე. პოლონური წარმოშობისაა, მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა, თბილისში გაიზარდა. პროფესიით დენტისტია, მაგრამ ახლა არ მუშაობს. მე და ტატამ კახეთში გავიცანით ერთმანეთი და შეგვიყვარდა. დღეს ერთად ვცხოვრობთ.
- ტატას და დაშკას როგორი ურთიერთობა აქვთ ?
- ძალიან კარგი.
- მარიშასთან თუ გააწერე ხელი და როდის გეგმავ ახალი ურთიერთობის დაკანონებას?
- მარიშასთან ხელი გაწერილი არ მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ქაღალდზე ხელის მოწერა ურთიერთობაში არაფერს არ ცვლის. მე არ შემიძლია ტყუილში ცხოვრება და სხვასაც ვერ ვაცხოვრებ, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ბევრი ოჯახი ვიცი, ვითომ ერთად არიან, ოჯახი ჰქვიათ და ფაქტობრივად, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მე ესე არ შემიძლია, ჩუმად ესემესების წერას, ფარულად ტელეფონზე საუბარს, მირჩევნია სიმართლე ვთქვა. მარიშამ ეს ყველაფერი საღად მიიღო და დღეს ყოველდღიური, ცივილური ურთიერთობა გვაქვს.
- ახალ სიყვარულთან ერთად საზოგადოებაში არ ჩანხარ. რატომ?
- ჩვენ ყველგან ერთად ვართ. თუმცა, გააჩნია შეხვედრებს.
- საყვარელ ქალს საჩუქრებით და სიურპრიზებით ანებივრებ?
- როგორც შემიძლია, ვანებივრებ. ქალი რომ ასიამოვნო და მისი გული მოიგო, ყველაფერი უნდა გააკეთო და გამიკეთებია (იცინის). საყვარელი ქალისთვის ოთახი ყვავილებით ამივსია, უცხოეთში გამიცილებია, მე ჩამისწრია და დავხვედრილვარ... ახლა ეს შეიძლება ბანალურად ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ მაშინ, „კაგებე“ უნდა ჩაგერია, რომ უცხოეთში ჩასულიყავი, მე ვახერხებდი (იცინის).
ჟურნალი "თბილისელები"
მოამზადა ანი ბერუაშვილმა