16 ნოემბერი, 2018
"როცა გართობა მომბეზრდება, ოჯახს მაშინ შევქმნი" - რას შეეწირა "ჩცდ"-ს მარიამის თეატრალური კარიერა
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბევრი ახალი სახეა, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი კი ყოველთვის დიდია. გამომძიებლების გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული სახე მარიამია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედში ერთვება. ამ პერსონაჟს სერიალშიც და ცხოვრებაშიც მარიამი ჰქვია, გვარად კი ცქიფურიშვილია. მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა, პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, გადააფიქრებინეს და ტურიზმზე დაიწყო სწავლა, ცოტა ხანში მიხვდა, ეს მისი საქმე არ იყო და ბავშვობის ოცნება აიხდინა. უფრო მეტს საკუთარი თავის შესახებ თავად მარიამ ცქიფურიშვილი გიამბობთ.

- 29 წლის ვარ. თეატრალურ უნივერსიტეტში
გვიან ჩავაბარე, 4 წლის წინ დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი. 2 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი, სადაც კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, თუმცა, ახლახანს წამოვედი ამ თეატრიდან და ამჟამად დამოუკიდებელი მსახიობი ვარ. გეგმაში მაქვს, რომ კარიერა ისევ გავარძელო რომელიმე თეატრში, რადგან ეს სფერო ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვენლოვანია.

რაც შეეხება ტელევიზიას და სერიალს, აქამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, ბევრი რამ აქ ვისწავლე, ძალიან მომწონს სტაფი და გარემო, რომელშიც მიწევს ყოფნა. ჩემი აზრით, ის ახლებური ხედვა, რაც დღეს ხელოვნებას აკლია, "ფორმულა კრეატივს" აქვს, ალბათ ამიტომაც არის "ჩემი ცოლის დაქალები" ასეთი რეიტინგული და ყურებადი. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მოხვედრით, რადგან ვიღებ გამოცდილებას, გავიცანი ახალი ადამიანები, მიყვარს სიახლეები და ურთიერთობები.


mshoblebi

- როგორც თქვით, გვიან ჩააბარეთ თეატრალურ უნივერსიტეტში, მანამდე რას საქმიანობდით?
- მანამდე ათენში ვსწავლობდი ტურიზმის მენეჯმენტზე, თუმცა, რაღაცნაირად ვერ მოვერგე იმ სიტუაციას. ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ უპერსპექტივო პროფესიაა, ჩვენთან ამ მხრივ დიდი გასაქანი არ არის, ბევრ შრომას მოითხოვს, ანაზღურება არაა დიდიო და მეც თითქოს გადავიფიქრე. მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ცხოვრება ისედაც რუტინაში გადადის ხოლმე და კიდევ იმ საქმის კეთება, რომელიც არ გიყვარს, სწორი არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მივატოვე იქ ყველაფერი და გადავწყვიტე, საქართველოში მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს. ამის გამო მომიწია გვიან ჩაბარებამ.


- რუსთაველის თეატრი არის ადგილი, სადაც ალბათ მსახიობების დიდი ნაწილი ნატრობს მოხვედრას, აღარაფერს ვამბობ ახალკურსდამთავრებულებზე. როგორც მივხვდი, თქვენ ამ მხრივ გაგიმართლათ, მაგრამ საინტერესოა, რატომ წამოხვედით?
- ეს ცოტა რთული საკითხია. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ამ თეატრში მოხვედრა და ყველანაირად ვცდილობდი, ღირსეული წარმომადგენელი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი წამოსვლა გაუხმოვანებელმა, ფარულმა კონფლიქტმა გამოიწვია. შესაძლოა, დამოკიდებულებები, სხვადასხვა საკითხისადმი განსახვევბული მიდგომებიც იყო მიზეზი. ჩემთვის ეს თეატრი იყო დიდი პასუხისმგებლობა, იქ მისულს კი ცოტა სხვა სიტუაცია დამხვდა, სულ სხვა მეგონა რუსთაველის თეატრი და რეალურად სხვა დამხვდა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS