პარლამენტარი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ასაკის კვალობაზე ბევრი რამ მოასწრო, თუმცა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო. წუხს, რომ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოსდა მან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი და ეკლესიაა და რომ "ნაციონალური მოძრაობა" გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას. საუბრისას აღნიშნა, რომ ფულს დაუნანებლად ხარჯავს წიგნებსა და ფეხსაცმელში და როგორც მივხვდი, ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებაზეც არ ამბობს უარს.
გთავაზობთ
ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:"18 წლისა ვიყავი და დამოუკიდებლად ცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა. რთული იყო ოჯახთან, მეგობრებთან განშორება, 5 დოლარი ღირდა 1 წუთი საუბარი და ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემიანებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ ღირდა, რადგან მომეცა შესაძლებლობები, რაზედაც ჩემს ქვეყანაში ვერც ვიოცნებებდი..."
"მე ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზე მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ მაქვს..."
განაგრძეთ კითხვა: