ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018"-ის მონაწილე გახლავთ. სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. ნინიმ, როგორც მისი მეგობარი, ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
ეკა წერს:„ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა, როდესაც ქართველი კონკურსანტი წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე“.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:"ახლა
ცოტათი მეცინება, რადგან მე და მოდელობა ერთმანეთისგან ყოველთვის შორს ვიყავით, მაგრამ თვითონ კონკურსის წარმომადგენლებმა (საქართველოში იყვნენ ჩამოსულები) შემარჩიეს - მორჩა, სხვა კანდიდატი არ განიხილება, ნინი უნდა წავიყვანოთო. თავად დამპატიჟეს და ყველა ხარჯი ამინაზღაურეს. პირდაპირ კონკურსის ფინალში ვარ მიწვეული, ანუ საქართველოს მე წარვადგენ..."
განაგრძეთ კითხვა: