01 ნოემბერი, 2018
"ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით, მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია" - როგორი მეუღლე და მამაა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი
თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. ის მუდ­მი­ვად ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბა ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით და ამის გამო გულ­შე­მატ­კივ­რის მხრი­დან სიმ­პა­თი­ი­თაც არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ოქ­რი­აშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად "კრას­ნო­და­რის" ღირ­სე­ბას იცავს, თუმ­ცა, მო­ე­დან­ზე გას­ვლას ჯერ ვერ ახერ­ხებს, რად­გან ტრავ­მა აქვს, მაგ­რამ არც ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თორ­ნი­კე მო­ე­დანს 2-3 კვი­რა­ში და­უბ­რუნ­დე­ბა.

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "კრას­ნო­და­რი­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი ორი ვა­ჟის, 6 წლის ალექ­სან­დრეს და 4 წლის და­დის მა­მაა. გვინ­და, თორ­ნი­კე სხვა კუ­თხით გა­გაც­ნოთ, არა რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ რო­გორც
მე­უღ­ლე და მამა. sportall.ge-მ თორ­ნი­კეს მე­უღ­ლეს­თან, ლიკა მუ­ზაშ­ვილ­თან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- ალექ­სან­დრე წელს წა­ვი­და სკო­ლა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს, ჯერ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერ ვი­ტყვით, სა­ბო­ლო­ოდ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ა­ჩე­რებს თუ არა არ­ჩე­ვანს, რად­გან სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც აქვს.

- თუ უყუ­რებს მა­მის თა­მა­შებს, თუნ­დაც ეკ­რა­ნი­დან?

- იმ­დე­ნად ცელ­ქია, რომ ერთ ად­გი­ლას ვერ დას­ვამ. ისე ძა­ლი­ან ამა­ყობს, რომ მამა ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავს. სკო­ლა­ში ყო­ველ დი­ლით ბურ­თით მი­დის და აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ერთ-ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის შვი­ლია.


Rating

- ლიკა, შენი გად­მო­სა­ხე­დი­დან რამ­დე­ნად რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა?

- ჩემ­თვის პი­რა­დად არ არის რთუ­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მეს­მის, რა­ტომ მი­აჩ­ნი­ათ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლო­ბა სიძ­ნე­ლედ. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ წყვი­ლებს ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა უწევთ, ერ­თმა­ნე­თის­გან შორს. თუმ­ცა, ჩვენ ხში­რად ვართ ერ­თად.



- რო­გო­რი მე­უღ­ლე და მა­მაა, ხში­რად გა­ნე­ბივ­რებს სი­ურპრი­ზე­ბით?

- ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია. არას­დროს არა­ფე­რი ავი­წყდე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და იმ­დე­ნად ხში­რად მჩუქ­ნის, რომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა. მეც მიყ­ვარს მის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მა­სა­ვით აქ­ტი­უ­რი არ ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა ჩვენ­თან არ არის, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა ალექ­სან­დრეს სკო­ლის დღის წეს­რი­გით. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის იმას, რომ ჩვენ­გან შორს არის და ამი­ტომ სულ ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ჩვენ­გან.

Rating

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­შიც იყო რთუ­ლი პე­რი­ო­დი, და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით. შემ­დეგ შე­რიგ­დით და ახლა, რო­გორც ვხე­დავთ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ. გა­ბუტვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლი დგამთ შე­რი­გე­ბის­თვის პირ­ველ ნა­ბიჯს?

- ერთხელ მოხ­და, როცა დავ­შორ­დით. მას შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი კა­მა­თი არ გვქო­ნია. ვფიქ­რობ, რომ მა­შინ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი და შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა თორ­ნი­კეს­გან წა­მო­ვი­და. ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ მე ვარ სულ მარ­თა­ლი (იცი­ნის). ჩემი აზ­რით, პა­ტარ-პა­ტა­რა გა­ბუტვე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია.

- რა რე­აქ­ცია გაქვთ, როცა თორ­ნი­კეს გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ხე­დავთ?

- ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. უგულ­შე­მატ­კივ­რონ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. უკვე შე­ვეჩ­ვიე ამ ამ­ბავს (იცი­ნის)... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS