ახლა შემართებით ელოდება ახალ როლებს, შეთავაზებებს და პირადშიც გეგმავს ცვლილებებს, თუ რას ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- გიორგი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ ხართ?
- კარგად ვარ. ბოლო გამოკვლევაზე სექტემბერში ვიყავი თურქეთში. იქ ცოტა გვანერვიულეს,
- რატომ განერვიულეს?
- არაფერი ისეთი, ვერ მოგიყვებით. ყველაფერი კარგადაა.
- რაზე დაგაფიქრათ თქვენმა დიაგნოზმა?
- ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი რომ დავიწყო, მთელი კვირა არ გვეყოფა. უბრალოდ სხვანაირად გადავაფასე ყველაფერი. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყრუებ. თავს ძლიერად ვგრძნობ, ცხოვრებისგან ნაწყენი არ ვარ.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ამბობენ, თქვენ და მარიამ ნადირაძე დაშორდით...
- არა, ვერ მოგართვით. ერთად ვართ და იმაზე კარგად ვართ, ვიდრე ვიყავით. რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ, თავს კარგად ვგრძნობთ, ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში.
- გადაწყვეტილების მიღებაში ურთიერთობის დაკანონებას გულისხმობთ? ისედაც ერთად ცხოვრობთ...
- ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რაღაცეების გამო საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობთ ყველაფერზე.
- შვილს ხომ არ ელოდებით?
- ჯერჯერობით არ ველოდები.
- როდის გეგმავთ ქორწილს?
- ქორწინება ჯერ არ დაგვიგეგმავს. მაგრამ გვინდა რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნება ჯვრისწერა თუ ხელისმოწერა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ.
- თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპს რას დაარქმევდით?
- ახალ ცხოვრებას.
- ახალ ცხოვრებას ელენესთან და მარიამთან ერთად?
- არა, უბრალოდ ახალ ცხოვრებას დავარქმევდი. მათ გარდა ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან, მეგობრებთან ერთად.
ჟურნალი "სარკე"
ლანა კიკნაძე