23 ოქტომბერი, 2018
„მე არანაირი პრობლემა არ მაქვს სხვებს თუ არ რცხვენიათ თვალებში შემომხედონ“ - თამრიკო ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა
თამრიკო ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის კვირის დილაში თავისი საავტორო რუბრიკით გამოჩნდა. მომღერალი და მუსიკოსი გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ყოველ კვირა დღეს, სტუმართან ერთად, ერთი სიმღერის ისტორიას გვიამბობს. შემდეგ ეს სიმღერები ამავე ეთერში ცოცხლად შესრულდება.

მის გამოჩენას ამ არხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მუსიკოსის „რუსთავი 2“-ზე გამოჩენა.

ჩვენ თამრიკოს დავუკავშირდით.

- თამრიკო, გილოცავთ ახალ სამსახურს. ვისი იდეა იყო თქვენი ამ არხზე მუშაობა?

- მადლობა მოლოცვისთვის... დამიკავშირდნენ „რუსთავი 2 “-დან და სხვადასხვა საკითხებზე გამესაუბრნენ. ამ საუბრის დროს რამდენიმე
ქართული სიმღერის ისტორია მოვყევი. ნიკა გვარამიასგან დაიბადა იდეა. მკითხა, თუ წავიყვანდი ასეთი ტიპის რუბრიკას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ, სადაც არის ქართული სიმღერა, ყოველთვის ვარ მეც. მზად ვარ ვემსახურო ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ყველგან.

- რომელი არხიც არ უნდა იყოს?

- რომელი არხიც არ უნდა იყოს! ქართულ სიმღერას ისეთი მაგიური ძალა აქვს, რაც არ უნდა საპირისპირო და განსხვავებული აზრი არსებობდეს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, სიმღერა მაინც ყველას აერთიანებს. მადლობა „რუსთავი 2“-ს, რომ ასეთი დიდი დოზით ზრუნავს ქართულ სიმღერაზე. არ მინდა ამას სხვა სარჩული დაუდონ, რომელიც ჩემთვის ძალიან მდაბიოა... და მგონი უკვე დაიწყეს...

- არ ვიცი რამდენად იქნება ეს სწორედ ის სარჩული, მაგრამ ერთი საჩოთირო კითხვა მეც უნდა დაგისვათ.

- გისმენთ.

- მახსოვს „იმედის“ ეთერიდან რამდენჯერმე გააკრიტიკეთ „მხოლოდ ქართული“. ეს არ გიქმნით უხერხულობას დღეს?

- არანაირად, ცუდად არ მიხსენებია პროექტი. მე ერთ-ერთი გულშემატკივარი ვიყავი ამ პროექტისა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჯანსაღ კრიტიკას არ ღებულობენ. მე ვარ მუსიკის მცოდნე, რომელსაც კონსერვატორიაში სწავლის დროს ძალიან ცნობილ პედაგოგთან, მუსიკის მცოდნე, გულბაათ ტორაძესთან მაქვს გავლილი ლექციების მთელი კურსი, რასაც კრიტიკა ჰქვია. ჯანსაღი კრიტიკა არასდროს არის მიმართული საკითხის გამწვავებიკენ, პირიქით კეთილგანწყობილი რჩევაა უკეთსობისკენ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ჯანსაღად მიიღეს. „რუსთავი 2“-ზე ძალიან ბევრი ინტელექტუალი ვიცი და დარწმუნებული ვარ ისინი სწორად მიიღებდნენ ჩემს კრიტიკას. თუმცა, ამ პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჯანსაღ კრიტიკას პირადი შეურაცხყოფით უპასუხეს.

- მარინა ბერიძეს გულისხმობთ?

- დიახ და გადაცემა p.s.-ში გასულ სიუჟეტს მისი მონაწილეობით. მე ჩემს კრიტიკაში, ერთ-ერთ ტელე-ეთერში ბევრი ვაქე ზვიად ბოლქვაძე რადგან ის ჭეშმარიტად ნიჭიერი მუსიკოსია, უბრალოდ, მის მიმართ მქონდა კოლეგიალური თხოვნა, რომ ვინაიდან ბავშვები პირველად ეხებოდნენ ქართულ სიმღერას, რაც შეიძლება მიახლოვებული ყოფილიყო ვერსია დედანთან. ამის მერე მარინა ბერიძე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რაც მე არ გამკვირვებია. ესენი ნანის რეპერტუარზე დგანან და ვერ გახდნენ ნანიო, ამბობს და თითს იშვერს ლეფტოფისკენ, სადაც მე ვჩანვარ. რას ნიშნავს ეს?! ჯერ ერთი, ამით უკვე აპირისპირებს და აღიზიანებს თაობებს. საინტერესოა, ვის გულისხმობდა „ესენიში“ ჩემთან ერთად; პედაგოგს, რომელიც პროექტში ჰყავს, ნუკრი კაპანაძეს, მაია ჯაბუას, ეკა მამალაძეს თუ ვის?! მეორე - რატომ უნდა გავხდეთ ნანი?! ეს ქალი ქართული და არა მხოლოდ ქართული ესტრადის უდიდესი მონაპოვარია. მას თავისი ადგილი აქვს და ექნება ყოველთვის. თავმოყვარე ადამიანი, რომელიც ფეხს იდგამს ამა თუ იმ სფეროში, თავისი საკუთარი სახელისთვის უნდა იღწვოდეს და არა ვინმეს ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ, საბედნიეროდ, გვაქვს ჩვენი სახელები და გვარები. ამიტომაა საჭირო დაფიქრება, როცა რაღაცას ლაპარაკობ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, თორემ შეურაცხყოფების მთელი კასკადი იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, მე არაფერი გამკვირვებია. ეს ყველაფერი რა პოზიციაზე, რომელ მხარეს და რა აზრზეც არ უნდა იყოს ადამიანი, დავიჯერო ვინმესთვის მოსაწონია?! მგონი რომ არა!

- ახლა ერთ შენობაში მუშაობთ, თუ შეხვედრილხართ ერთმანეთს ამ ყველაფრის შემდეგ.

- მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, სხვებს თუ არ რცხვენიათ თვალებში შემომხედონ. ჩემი თხოვნა იქნება, მომავალში უფრო კორექტულები იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს ერთ არხზე ვიმუშავებთ თუ არა, თუ ჩვენ მომავალ თაობაზე ვზრუნავთ, არ არის სწორი მაგალითი მათთვის.

წყარო: პრაიმტაიმი

თამრიკო ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის კვირის დილაში თავისი საავტორო რუბრიკით გამოჩნდა. მომღერალი და მუსიკოსი გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ყოველ კვირა დღეს ერთი სიმღერის ისტორიას გვიამბობს სტუმართან ერთად. შემდეგ ეს სიმღერები ამავე ეთერში ცოცხლად შესრულდება.

მის გამოჩენას ამ არხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მუსიკოსის „რუსთავი 2“-ზე გამოჩენა.

ჩვენ თამრიკოს დავუკავშირდით.

- თამრიკო, გილოცავთ ახალ სამსახურს. ვისი იდეა იყო თქვენი ამ არხზე მუშაობა?

- მადლობა მოლოცვისთვის... დამიკავშირდნენ „რუსთავი 2 “-დან და სხვადასხვა საკითხებზე გამესაუბრნენ. ამ საუბრის დროს რამდენიმე ქართული სიმღერის ისტორია მოვყევი. ნიკა გვარამიასგან დაიბადა იდეა. მკითხა, თუ წავიყვანდი ასეთი ტიპის რუბრიკას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ სადაც არის ქართული სიმღერა, ყოველთვის ვარ მეც. მზად ვარ ვემსახურო ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ყველგან.

- რომელი არხიც არ უნდა იყოს?

- რომელი არხიც არ უნდა იყოს! ქართულ სიმღერას ისეთი მაგიური ძალა აქვს, რაც არ უნდა საპირისპირო და განსხვავებული აზრი არსებობდეს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, სიმღერა მაინც ყველას აერთიანებს. მადლობა „რუსთავი 2“-ს რომ ასეთი დიდი დოზით ზრუნავს ქართულ სიმღერაზე. არ მინდა ამას სხვა სარჩული დაუდონ, რომელიც ჩემთვის ძალიან მდაბიოა... და მგონი უკვე დაიწყეს...

- არ ვიცი რამდენად იქნება ეს სწორედ ის სარჩული, მაგრამ ერთი საჩოთირო კითხვა მეც უნდა დაგისვათ.

- გისმენთ.

- მახსოვს „იმედის“ ეთერიდან რამდენჯერმე გააკრიტიკეთ „მხოლოდ ქართული“. ეს არ გიქმნით უხერხულობას დღეს?

- არანაირად, ცუდად არ მიხსენებია პროექტი. მე ერთ-ერთი გულშემატკივარი ვიყავი ამ პროექტისა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჯანსაღ კრიტიკას არ ღებულობენ. მე ვარ მუსიკის მცოდნე, რომელსაც კონსერვატორიაში სწავლის დროს ძალიან ცნობილ პედაგოგთან, მუსიკის მცოდნე, გულბაათ ტორაძესთან მაქვს გავლილი ლექციების მთელი კურსი, რასაც კრიტიკა ჰქვია. ჯანსაღი კრიტიკა არასდროს არის მიმართული საკითხის გამწვავებიკენ, პირიქით კეთილგანწყობილი რჩევაა უკეთსობისკენ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ჯანსაღად მიიღეს. „რუსთავი 2“-ზე ძალიან ბევრი ინტელექტუალი ვიცი და დარწმუნებული ვარ ისინი სწორად მიიღებდნენ ჩემს კრიტიკას. თუმცა, ამ პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჯანსაღ კრიტიკას პირადი შეურაცხყოფით უპასუხეს.

- მარინა ბერიძეს გულისხმობთ?

- დიახ და გადაცემა p.s.-ში გასულ სიუჟეტს მისი მონაწილეობით.  მე ჩემს კრიტიკაში, ერთ-ერთ ტელე-ეთერში ბევრი ვაქე ზვიად ბოლქვაძე რადგან ის ჭეშმარიტად ნიჭიერი მუსიკოსია, უბრალოდ, მის მიმართ მქონდა კოლეგიალური თხოვნა, რომ ვინაიდან ბავშვები პირველად ეხებოდნენ ქართულ სიმღერას, რაც შეიძლება მიახლოვებული ყოფილიყო ვერსია დედანთან. ამის მერე მარინა ბერიძე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდარაც მე არ გამკვირვებია.  ესენი ნანის რეპერტუარზე დგანან და ვერ გახდნენ ნანიო, ამბობს და თითს იშვერს ლეფტოფისკენ სადაც მე ვჩანვარ. რას ნიშნავს ეს?! ჯერ ერთი ამით უკვე აპირისპირებს და აღიზიანებს თაობებს. საინტერესოა ვის გულისხმობდა „ესენიში“ ჩემთან ერთად; პედაგოგს რომელიც პროექტში ჰყავს, -ნუკრი კაპანაძეს, მაია ჯაბუას, ეკა მამალაძეს თუ ვის?! მეორე - რატომ უნდა გავხდეთ ნანი?! ეს ქალი ქართული და არა მხოლოდ ქართული ესტრადის უდიდესი მონაპოვარია. მას თავისი ადგილი აქვს და ექნება ყოველთვის. თავმოყვარე ადამიანი, რომელიც ფეხს იდგამს ამა თუ იმ სფეროში, თავისი საკუთარი სახელისთვის უნდა იღწვოდეს და არა ვინმეს ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ჩვენი სახელები და გვარები. ამიტომაა საჭირო დაფიქრება, როცა რაღაცას ლაპარაკობ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, თორემ შეურაცხყოფების მთელი კასკადი იყო. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, მე არაფერი გამკვირვებია. ეს ყველაფერი რა პოზიციაზე, რომელ მხარეს და რა აზრზეც არ უნდა იყოს ადამიანი, დავიჯერო ვინმესთვის მოსაწონია?! მგონი რომ არა!

- ახლა ერთ შენობაში მუშაობთ, თუ შეხვერილხართ ერთმანეთს ამ ყველაფრის შემდეგ.

- მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, სხვებს თუ არ რცხვენიათ თვალებში შემომხედონ. ჩემი თხოვნა იქნება მომავალში უფრო კორექტულები იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს ერთ არხზე ვიმუშავებთ თუ არა, თუ ჩვენ მომავალ თაობაზე ვზრუნავთ არ არის სწორი მაგალითი მათთვის.


Read more at https://www.primetime.ge/news/1540217381-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-exclusive#OMeqqOuwQsFEk1rb.99
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მარინა
ჭოხონელიძის ლანძღვა არავის გამაღლებთ. ძალიან ძლიერი და თამამი ქალი ყოფილა.ყოჩაღ მას. კომენტარისტებო! ნაციონალების გარდა რამე სხვა საქმეც ნახეთ, თუ გაქვთ მონახვის თავი რა თქმა უნდა!
17:57 / 31-10-2018
გამოხმაურება / 0 /
lia
სამწუხაროა ძალიან... მეუღლეს შეურიგდა და რუსტავი 2-ში იშოვა სამუშაო... ნეტავ ბიძინას დახმარებას კიდევ თუ იღებს...
16:25 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ჰერა
ტეხავს, ფულის გამო ბევრ რამეზე რომ მიდის ხალხი. გვარამიას იდეების იმედად რომ დარჩება მუსიკოსი...
08:45 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ჰერიო
სირცხვილია ფულის გულისთვის ყველაფერზე წასვლა და თავისივე გადაფურთხულის ლოკვა.
16:42 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
დეა
როგორ გაგიჯირდა ადამიანობაში ერთგულობაში და სკუთარ თავში გცხვენოდეს ვისთან დგეხარ და ვის სახეს არცხვენ
23:21 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
manana
რა უსინდისო ნაციონალკა გახდა!
13:44 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
დარო
თამრიკო მიხარია რომ გიყურებ. ნეტავ ბევრმა მოგბაძოს ქალობაში, დედობაში,შვილობაში და საერთოდ.მიხარია რომ არსებობ და ვნანობ, მხოლოდ ტელევიზიით გიცნობ.წარმატებები ყველგან და ყოველთვის.
12:10 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
-------
აი ამას ქვია შუბლზე ძარღვგაწყვეტილი.რა უცებ გაიყიდა თუ იმ თავის გამოქლიავებულ ქმარს შეუძვრა?ძალიან მაინტერესებს შენს თვალებში ნეტავ ვის უნდა ჩახედვა,შენ იმაზე იფიქრე შენ როგორ უნდა შეხედო ხალხს თვალებში,ფუი შენს ქალობას რა შენ და რა ის ტვინათქვეფილი ჩარკვიანი.არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ.
11:31 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნ
ძალიან მიყვარხართ ქ–ნო თამრიკო, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ რ–2–ს არ ვუყურებ. წარმატებები თქვენ.
02:58 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
status quo
უპრინციპო მედროვე.
20:43 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS