23 თებერვალი, 2014
„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“
მთელი დღე სალონში ჯდომა ჯანმრთელი მიდგომა არ მგონია. ასეთი კაცი არ მომეწონება. ისე, დღეს კაცები ქალებზე მეტად იპრანჭებიან ქართულ საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპული შეხედულებაა გავრცელებული, მაგალითად ის, რომ ქალი მძღოლი არასდროს ატარებს კარგად, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ღალატი მამაკაცს ეპატიება და სუსტი სექსის წარმომადგენელს - არა და ა.შ. ალბათ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. რამდენიმე ასეთი სტერეოტიპის შესახებ მომღერალ ვერიკო ტურაშვილის აზრი მოვისმინეთ.

- არის თუ არა რაიმე ქართულ ტრადიციებში, რაც ნაკლებად მოგწონს?
- ალბათ, არის ბევრი
რამ, მაგრამ ახლა კონკრეტულად არ მახსენდება, რამე რომ მაღიზიანებდეს. თუკი თავად ჩამომითვლი, შემიძლია, კონკრეტულ რამეზე გიპასუხო.
- მაგალითად, დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა რომ ყო-ველთვის არაკეთილგანწყობილია. ამას თუნდაც სხვადასხვა ქართული ანეკდოტი მოწმობს.
- არ ვეთანხმები, რომ დედამთილსა და რძალს შორის აუცილებლად დაძაბული დამოკიდებულება უნდა იყოს. მაგალითად, მე და ჩემი დედამთილი უახლოესი მეგობრები ვართ, თუმცა გათხოვების პირველ ეტაპზე იყო მომენტები, როცა ეს დამოკიდებულება მთლად ასეთი არ ყოფილა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა დედას მაინც აქვს ეგოისტური მომენტი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს საგანგაშოა, ამას უფრო ბუნებრივად მივიჩნევ. არის ისეთი შემთხვევები, როცა რძალი შედის ოჯახში და ამ ოჯახს მისგან სრულიად განსხვავებული ტრადი-ციები აქვს. მერე ასწავლიან, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს და შეგუება უჭირს. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ყველა შემთხვევაში დედამთილია დამნაშავე, რადგან ბევრი ცუდი რძალიც ვიცი.
- ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტზე რა აზრის ხარ?
- რა უნდა ვიფიქრო?!. მგონია, რომ ინსტიტუტი ცოტა ისეთი თემაა... როცა საყვარელი ადამიანი გყავს და მასთან გრძნობები გაკავშირებს, შეიძლება, რომ ახლო ურთიერთობა გქონდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, კლუბებში რომ მიწევს მუშაობა, იქ ბევრ ისეთ რამეს ვხედავ, არა მგონია, ქალიშვილობის ინსტიტუტი კიდევ არსებობდეს. ვფიქრობ, ახლა არაქალიშვილობის ინსტიტუტი უფრო მოქმედებს (იცინის). ზოგადად არ ვნერვიულობ, მაგრამ მეც გოგო მყავს და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გაიზრდება და დაიწყებს გასართობად სიარულს, ალბათ, ვინერვიულებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გამოვკეტავ და ვინმეს შეყვარებას ავუკრძალავ.
- ქალი მძღოლი რომ ვერასდროს ატარებს კარგად, ამ გამონათქვამზე რას იტყვი?
- არსებობს ასეთი სტერეოტიპიც. მე მართვის მოწმობა სამი წლის წინ ავიღე, საკმაოდ ადვილად. მანქანა ჯერ არ მყავს, მაგრამ როცა ვატარებდი, შემიძლია ვთქვა, რომ მობილიზებული ვიყავი და მანქანის ყიდვის შემთხვევაშიც ასე ვიქნები. არ მიყვარს სწრაფი სიარული. არა მგონია, რომ საჭესთან გაფანტული ვიყო, თუმცა ამბობენ, რომ ბევრი ქალი გაფანტულია. მაკიაჟს სარკესთან ნამდვილად არ გავიკეთებ და არც მესიჯობას დავიწყებ. ტაქსის მძღოლებმა იციან სიარულისას ტელეფონზე ლაპარაკი და მესიჯების გაგზავნა და შენიშვნას ვაძლევ ხოლმე ამის გამო.
- ქალს რომ არ ეპატიება ღალატი და კაცს ეპატიება, რასაკვირველია, ეს მისაღები არ იქნება შენთვის.
- მგონი, მხოლოდ საქართველოშია ასეთი სტერეოტიპი. კაცებს აწყობთ და ისინი ამბობენ, მაგრამ ბევრი ქალისგანაც გამიგია, ერთჯერადად კაცის ღალატი რომ არ ადარდებთ, რა მოხდა მერე, გაივლის და მოვაო. სისულელეა. თავიდანვე უშვებ, რომ კაცმა შეიძლება გიღალატოს. მთავარია, მე არ გავიგოო, ქალები რომ ამბობენ, ეს ჩემთვის მიუღებელია. მირჩევნია, გავიგო და მერე თავად გადავწყვიტო, მიღირს თუ არა იმ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.
- კაცი თუ თავს იწესრიგებს და სალონში დადის, ეს ხშირად „ნამდვილი ვაჟკაცების“ მხრიდან დასაცინი ხდება.
- მაგასაც არ ვეთანხმები. მოწესრიგებული კაცი რატომ არის ცუდი? უბრალოდ, არ უნდა გადააჭარბოს და მარაზმში არ გადავიდეს, როცა დღის 70%-ს სარკეში ყურებას უთმობს. მთელი დღე სალონში ჯდომა ჯანმრთელი მიდგომა არ მგონია. ასეთი კაცი არ მომეწონება. ისე, დღეს კაცები ქალებზე მეტად იპრანჭებიან (იღიმის).
- ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ ძალიან ბევრი აბორტი გაკეთდა საქართველოში გოგონა ნაყოფის მოსაცილებლად.
- ეს არ არის ნორმალური. ზოგადად, ბავშვის ხელოვნურად მოშორების წინააღმდეგი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ხდება და ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობაა ამის მიზეზი. აქამდე თავი არ უნდა მიიყვანოს ქალმა, უამრავი საშუალება არსებობს. სქესის გამო მუცლის მოშლა კი მარაზმია. ალბათ, კაცებს ბიჭები გვარის გასაგრძელებლად უნდათ. მერე ეს ბიჭები იზრდებიან და ზოგი დროის დიდ ნაწილს სარკესთან ატარებს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ელენე
ყოჩაღ ვერიკო,თითქმის დაემთხვა ჩვენი აზრები...როგორც მომღერალი დიდად არ მომწონს,მაგრამ კარგი ადამიანი იქნება...სელექციური აბორტი კი კანონით უნდა ისჯებოდეს,თან ძალიან მკაცრად. ვაჟის ყოლის სურვილი ბუნებრივია...მე ქალი ვარ და ვერ მივხდი ვაჯის ყოლის აუცილებლობას სანამ ჩემმა გოგოებმა ოჯახები არ შექმნეს და სახლიდან არ წავიდნენ.ასეა სამწუხაროდ ახალგაზრდულ ასაკში ამას ვერ ხვდები...შვილი უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია და აბორტი ს სახით ამ საჩუქარზე ბრიყვის მეტი არ იტყვის უარს
09:39 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რძალს რომ მოიყვან ისე უნდა მოექცე თავი საკუთარ სახლში იგრძნოს, ჩემმა რძალმა ექვსი თვის შემდეგ მითხრა, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ სახლში დავიბადეო. უნდა იფიქრო იმაზე რომ ის ახალგაზრდაა, თქვენი გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება და მიუშვა, როგორც უნდა დაალაგოს, როგორც უნდა გააკეთოს საჭმელი და ა. შ. რაც შეეხება ქალიშვილობას, ღმერთმანი, ვისაც ვინ უნდა ის მოიყვანოს, ზოგ კაცს სამჯერ განათხოვარი მოყავს, ეს თუ პრობლემა არ არის მისთვის, ქუჩის ქალსაც შეიყვანს სახლში. დაე იცხოვროს ისე როგორც უხარია, ცხოვრება გემოვნებაზეა დამოკიდებული.
15:41 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კარლ
მაგარი მახინჯია ეგ ტურაშვილი.
14:16 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შაკო
"სქესის გამო მუცლის მოშლა კი მარაზმია. ალბათ, კაცებს ბიჭები გვარის გასაგრძელებლად უნდათ. მერე ეს ბიჭები იზრდებიან და ზოგი დროის დიდ ნაწილს სარკესთან ატარებს," :D:D:D საღოლ ვერიკო ძაან მაგარი ხარ! ასპროცენტიან! აბორტის გაკეთებაზე ციხე უნდა იყოს როგორც მკვლელობაზე, მსობელზეც და ექიმზეც.
13:30 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
ეხლა მეორე საკითხი და დიდი პროვინციალიზმის მაჩვენებელი რა არის! კაცი თავს რომ უვლის და ეღადავებიან! არა ის ჯობია ნუნებამდე ჩაჭმული ფრჩხილები, ღიპი და ღორული დალევა! მერე 50 წლის ასაკში თრომბი ხევს და საწყალი რამ მოკლაო იტყვიან! კიდევ თმის ვარცხნილობებზე გვაქვს გართულება :) ყველას სტანდარტულად უნდა ქონდეს შეჭრილი "ნანეტი" და ა.შ :))
11:41 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS