- საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ ერთი პერიოდი სიმღერას დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი, რადგან აბიტურიენტი ვიყავი და სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, თუმცა მუსიკას არასდროს დავშორებივარ, ის ყოველთვის ჩემში იყო და მის გარეშე არც ერთ დღეს არ
- იკა, პროდიუსერი თუ გყავს?
- დიახ, ის ოჯახის ახლო მეგობარია. ვგეგმავთ, გაზაფხულზე კლიპი გადავიღოთ საკუთარ სიმღერაზე. ზაფხულის დასაწყისში ვიდეორგოლს მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებ.
- ამ პერიოდის განმავლობაში სხვა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა არ გიცდია?
- არა. სამწუხაროა, რომ დღეს თუ გინდა, მუსიკალურ სფეროში ტრიალებდე და ხალხი გისმენდეს, ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი კონკურსებია. კონკურსების დადებითი მხარეა, რომ ნიჭიერ ადამიანებს გაცნობს, გაყვარებს, მაგრამ შემდეგ მონაწილეები აღარსად ჩანან. ძალიან მინდა, საქართველოში ყველა ნიჭიერი ადამიანი დავაფასოთ და მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ, ჩვენვე ვაქციოთ ვარსკვლავად და შემდეგ გავაცნოთ მსოფლიოს და არა პირიქით, როგორც ხდება ხოლმე - გავაქციოთ და მსოფლიო აღიარებას რომ მოიპოვებს, მერე უი, თურმე როგორი ნიჭიერი ყოფილაო, ვიძახოთ. ასეთი ბევრი მაგალითი გვაქვს. ეს არ შეიძლება! სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ ნიჭიერი ადამიანის კრიტიკასა და ლანძღვას და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამ ორ რამეს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როცა ნიჭიერ ადამიანს ვუყურებ, ვუსმენ. ჩემს დაწერილ სიმღერებში კი საკუთარ სულიერ მდგომარეობას ავსახავ, ვცდილობ, ჩემი ნამღერით ადამიანებს სიყვარული გავუნაწილო. ეს გრძნობა ყველაფერია.
- ძირითადად რა ჟანრში მუშაობ?
- ახლა სოულს ვწერ, მაგრამ საერთოდ, როკსა და პოპსაც ვმღერი. ყველაზე მეტად სიმღერების დაწერისას სიყვარული მეხმარება. ეს გრძნობა ჩემთვის ღმერთის საჩუქარია.
- კონკურსის ერთ-ერთ ტურში ჟიურის წევრმა მიშა მშვილდაძემ კომენტარში თქვა, ჩვენ, როკერებს, ლამაზი ბიჭები არ გვიყვარსო.
- რას ნიშნავს ლამაზი და მახინჯი სცენაზე? ნიჭი ყველას ალამაზებს და ფასადი აქ არაფერ შუაშია.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“




















