როგორც თაკომ, "OK"-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, წყვილი უკვე პატარის მოლოდინშია. თაკო მეუღლესთან ერთად ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში აპირებს ცხოვრებას და სამომავლო გეგმების შესახებ თავად გვიამბობს.
- 2017 წელს „ევროვიზიის“

- ჩვენ ერთმანეთი ევროვიზიის ტურნეში გავიცანით, რომელიც ისრაელში დაიწყო. ჩვენ ვმეგობრობდით, ის ძალიან საყვარელი, მორიდებული და დადებითი იყო, არ მიკვირს, რომ იქ ყველას უყვარდა, თუმცა, მე იმ პერიოდში საქმეზე ვიყავი გადართული და არავინ მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში, ის აგრძელებდა ჩემთან კონტაქტს სოციალური ქსელების მეშვეობით და ევროვიზიის შემდეგ თანამშრომლობაც შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემთვის რამდენიმე სიმღერა ჰქონდა და უნდოდა, ისინი სწორედ მე მემღერა, რაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი. პროექტის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ერთობლივი მუშაობა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია.
- ავსტრიაში გადასვლის შემდეგ, აპირებ თუ არა კარიერის იქ გაგრძელებას?
- ავსტრიაში გადასვლისა და მშობიარობის შემდეგ, კარიერასაც აუცილებლად დავუბრუნდები, საქმის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ბობისაც სურს, რომ ვიმღერო, ასე რომ ხელს აღარაფერი გვიშლის. ჩვენ ერთად გასულ წელსაც ვიმუშავეთ და ჩავწერეთ მისი სიმღერები, რომელთა გამოსვლასაც მოუთმენლად ველი. თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, რაც მთავარია, მოვწონვარ, როგორც მომღერალი და ცდილობს, ამ კუთხითაც ყველანაირად დამეხმაროს. განაგრძეთ კითხვა: