ნატალიას ქმარი აჩიკო ჯაფარიძეა, მათი ლავ-სთორის შესახებ "რეიტინგი" დიდი ხნის წინ წერდა.
ნატალია და აჩიკო ჯაფარიძე გერმანიაში ცხოვრობენ. იქ ხშირად ჩადიან სტურმად ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე.
- პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობ, თუმცა, უნდა გკითხო: ქმარი როგორ ეგუება შენგან სიშორეს და რამდენად გიწყობს ხელს კარიერული თვალსაზრისით?
- სულ ვამბობ, როგორც კარიერაში, ისე პირადშიც,
მაქსიმალურად ცდილობს, გვერდით მედგეს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვწავლობ.
მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია.