- ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ ქართულ სუფრაზე პირველად უფლის სადღეგრძელოს მიირთმევენ. უფალი ამბობს, სადაც
ბესო ბერულაშვილი: ქართული სუფრის ფენომენზე ლაპარაკისას, მაინცდამაინც ცუდ მხარეს განიხილავენ. ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც სუფრაზე უამრავი ხორაგია და ნახევარზე მეტი კერძი ხელუხლებელი რჩება, მაგრამ ამასაც თავისებური ახსნა აქვს: წინა საუკუნეებში ნამდვილად არ ჰქონდა ქართველ კაცს საშუალება, ამხელა სუფრა გაეშალა და სართულებად დაეწყო საჭმელი.
კომუნისტების დროს ბიუჯეტის მსხვილი მომპარავები იყვნენ, მაგრამ მანქანას ვერავინ იყიდდა, სახლს ვერ აიშენებდა, რადგან დაიჭერდნენ. ერთადერთი, შეეძლოთ ისეთი სუფრა გაეწყოთ, ყველას რომ გააკვირვებდნენ. აი, ასე დაიწყო ცხრასართულიანი სუფრების ამბავი, რომელიც მეც არ მიყვარს.
სამაგიეროდ, სხვა რაღაცები მომწონს. ლაზათიანი ქართული სუფრა თავისი მადლით, განუმეორებელია. ლამაზად ლექსს წაიკითხავენ, "მრავალჟამიერს" დააგუგუნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამას ბავშვობიდანვე ვხედავ, არა და არ მბეზრდება. ქართული სუფრა არის სწორედ ის ადგილი, სადაც წყდება ქვეყნის ბედ-იღბალი. რამდენჯერ შევსწრებივარ, სუფრაზე ვიღაც თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ვიღაც მოუხსნიათ კიდეც... არ დავმალავ და მეც რამდენჯერმე გამიღიმა ბედმა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ის დღე, როდესაც მეგობართან - გუჯა ბუბუტეიშვილთან ვიყავი, სადაც განაგრძეთ კითხვა: