20 თებერვალი, 2014
ჯანეტ ქერდიყოშვილი რეაბილიტაციის კურსს ევროპაში გადის
არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მომენატრა საქართველო, ჩემი მეგობრები, გვერდში მდგომი ხალხი ''მის საქართველო'' ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელსაც ბოლო დროს ''იმედის'' არხზე გადაცემა ''დღის შოუც'' მიჰყავდა, მოულოდნელად ეკრანიდან გაქრა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჯანეტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. დავინტერესდით მისი მდგომარეობით და ინტერნეტით დავუკავშირდით.

- 2013 წლის ოქტომბერში მოსკოვში ''მის სამყაროზე'' საქართველოს სახელით უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდად გავხდი და ხარკოვში საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც პიელონეფრიტი, თირკმელების ანთება დამიდგინეს. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს ევროპის ერთ-ერთ საკურორტო ადგილას
გავდივარ. დედა ჩემთან ერთადაა, მაგრამ ველოდები ოჯახის წევრებს, რომელთაც ჩემი მონახულება სურთ.
- როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
- ჯერჯერობით არ ვიცი. არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მომენატრა საქართველო, ჩემი მეგობრები, გვერდში მდგომი ხალხი...
- მას შემდეგ, რაც ''დღის შოუს'' დატოვება მოგიხდა, ეკო ფანგანი გახდა ამ გადაცემის თანაწამყვანი, თუ გინახავს ''დღის შოუ'' ახალი შემადგენლობით?
- ეკო ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის დროს გავიცანი, ძალიან თბილი და მეგობრული გოგოა. სამწუხაროდ, სულ ერთხელ მაქვს ნანახი მისი რუბრიკა ''დღის შოუში'', მაგრამ ძალიან მომეწონა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, რომ უცებ ჯანმრთელობის გამო პასიური ადამიანი გავხდი. მაგრამ მივხვდი, რომ ჯანმრთელობაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არაფერია. გავაცნობიერე, რა არის ჩემთვის უფრო მთავარი და ძვირფასი. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ იმავდროულად - მსუბუქი, რადგან ვიგრძენი, რომ გვერდით მყავს ბევრი ძვირფასი და გულწრფელი ადამიანი. მამაჩემი, რომელიც ყველა საქმეს ტოვებდა და ჩამოდიოდა, დედა, რომელიც დღე და ღამე არ მშორდებოდა. ჩემი უსაყვარლესი ძმა - ჯეკო, მეგობრები თბილისიდან, მოსკოვიდან, პეტერბურგიდან. ქალბატონი ია კიწმარიშვილი და მისი თბილი კოლექტივი. ''დღის შოუს'' ერთგული კოლეგები, რომლებიც ხშირად მამხნევებენ... აქვე მადლობას გადავუხდი ''ფეისბუქის'' მეგობრებს ამდენი თბილი და კეთილი წერილისთვის!

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ლიკა
მალე გამოჯამრთელებას გისურვებ ჯანეტ კარგი გოგო ხარ
22:07 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
lado
ჯანმრთელობას და გვთის ლოცვა კურთხევა არ მოგკლებოდეს, უფალს ებარებოდე, ზალიან ლამაზი და ნიჩიერი მანდილოსანი ხარ,
18:53 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კმ
არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მისგან ყოველთვის დადებითი მოდის. ძალიან ლამაზია. ჯანმრთელობას ვუსურვებ
22:15 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
კინაგამ გადაყვა ეს გოგო ამ უაზრო დიეტებს.
22:54 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გუგა
ძალიან მიყვარს ეს გოგო, ჩვენი ქვეყნის სიამაყეა! ჯანეტ ჯმართელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს.
06:37 / 21-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ძალიან ლამაზია... მალე გამოჯანმრთელდი
20:27 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
102010
ძლივს გამოჩნდა ქართულ ტელე სივრცეში ადამიანი,რომლის ლაპარაკიც გვესმის და მართლაც ლამაზია.განმრთელობას ვუსურვებ...
17:49 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
davito
ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ ულამაზესო ფერია
15:57 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაზარე
ჯანეტ, გამოჯანმრთელებას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებ. ასეც იქნება ღმერთის წყალობით. გაიხარე ულამაზესო და საყვარელო გოგონავ.
11:44 / 20-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS