25 სექტემბერი, 2018
"ორჯერ ვცემე მამამაკაცი" - ასმათ ტყაბლაძეს აშარი ქალები არ მოსწონს
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა

მსახიობი და საქმიანი ქალბატონი - ასმათ ტყაბლაძე უსამართლობას ვერ იტანს. არ შეუძლია მოთმენა, როცა დარბაისელ ქალს მამაკაცი დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებს. უზრდელ მამაკაცებს საკადრის პასუხს სცემს, თუმცა აშარი ქალების არსებობასაც აღიარებს...


- როდის გააცნობიერეთ, რომ მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით?

- როცა მეტყოდნენ, ლამაზი ხარო, დიდად ვერ აღვიქვამდი, რომ ეს ასე იყო (იცინის). 18-19 წლის უკვე მივხვდი, რომ სიმპათიური ვიყავი... ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.

- ძლიერ ქალბატონად მიიჩნევთ
თავს?

- კი, ნამდვილად, ძლიერი ვარ.

- რატომ?
- უშიშარი, სამართლიანი, პირდაპირი და კორექტულიც ვარ. ძალიან "ზედმეტი" უნდა გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერი რომ ბოლომდე ვუთხრა. უზრდელურად ლაპარაკი არ მიყვარს. თავშეკავებაც ვიცი. ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ აუცილებელია, ყველას ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, რადგან სხვაგვარად საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ.

- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ?
- ეს ძალზე იშვიათად ხდება. ყოველთვის ვცდილობ, მოთმინება არ დავკარგო - ჭკუით უფრო ვაჯობო, ვიდრე ემოციით. ასეთი შემთხვევა მქონდა: მამაკაცმა ქალს ხელი ჰკრა და უზრდელურად მოექცა. მამაკაცს ყელში ვწვდი. შევუტიე - როგორ გაბედე, ქალზე ხელი როგორ ასწიე-მეთქი?!. ვინმე ცუდად არ უნდა მომექცეს. ის არ უნდა მითხრას, რაც არ მეკადრება. არ უნდა შემაგინოს - ისე არასოდეს ვიქცევი, რომ შემაგინონ. ვინმე უკადრისად თუ მომექცევა, შეიძლება, მოთმინება დავკარგო და მეც ცუდად მოვიქცე: არ მოვკლავ, მაგრამ გავულაწუნებ - ეს შემიძლია. ქალს სათქმელს ეტყვი, მამაკაცს კი უნდა გაულაწუნო. ქალი რომ გაულაწუნებს, ეს მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. ასეთი ორი შემთხვევა მქონდა: ერთხელ მამაკაცმა ორ ქალს ხელი ჰკრა. ერთი წაიქცა, მეორე - შეტორტმანდა და ფეხზე ძლივს დადგა. ორივე ქალი ჩემი ახლობელი იყო. რაღაც საკითხზე დაობდნენ. ის კაცი არაფერ შუაში იყო - მეტიჩრულად გამოვარდა. ჰოდა, კარგადაც მოხვდა ჩემგან - ისე, რომ ადგილზე გაშეშდა. არ ელოდა, რომ ქალები მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეტყობა, ისე ძლიერად მომივიდა, რომ ჩემი გალაწუნებული ეტკინა. როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია - შემაგინე და ვისვრიო, ისე დამემართა. არადა, ფიზიკურად ძლიერი არ ვარ. მორალურად, სულიერად ძლიერი გახლავართ...

მეორე შემთხვევას რაც შეეხება, უზრდელურად დამელაპარაკა მამაკაცი და უცებ, ჩემგან კარგი გალაწუნებაც მიიღო... არ ვნანობ! ძალიან მომეწონა, ეს რომ გავაკეთე. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, უკან არ დავიხევ. არ დავუშვებ, რომ მამაკაცმა ქალს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენოს. ზოგი ისეთი აშარი ქალია, რომ თვითონაა გასალაწუნებელი, მაგრამ აბსოლუტურად დაუმსახურებლად, დარბაისელ ქალს ცუდად რომ ეპყრობიან, ვერ მოვითმენ!.. ახალგაზრდების ჩხუბშიც ჩავრეულვარ - ფიზიკური ძალით კი არა, სიტყვით. გვერდი არასოდეს ამივლია და არ მითქვამს - რაც უნდათ, ის ქნან-მეთქი. პირიქით, სულ მიფიქრია, - ცუდი არაფერი გააკეთონ, ვინმე არ დაიღუპოს-მეთქი. იმ გახმაურებული შემთხვევისას, როცა ბიჭები ერთმანეთს დანებით დაერივნენ, შორს არ დავდგებოდი - მივიდოდი და ჩავერეოდი. იმაზე არ ვიფიქრებდი, - მეც რომ მოვკვდე ან რამე დამიშავდეს-მეთქი?..

- ძლიერი პიროვნება ხართ, თუმცა სუსტი მხარე ყველა ჩვენგანს აქვს...
- ვერ ვიტყვი, პირად ცხოვრებაში ვიყოჩაღე, ამ მხრივ ძალიან სუსტი ვიყავი. მიძალება არ მიყვარს, თუმცა ალბათ, ზოგჯერ საჭიროც არის, ინიციატივა გამოიჩინო. მე კი ძალიან ამაყი ვარ. ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ცოლიან კაცებთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, ცოლ-შვილს დააშორა და სახლში წამოიყვანა. წამითაც არ დამიშვია, რომ მეც ასე მოვქცეულიყავი.

- სიყვარული რა არის?

- როდესაც გინდა, რომ ადამიანი, ვინც გიყვარს, ძალიან ბედნიერად იყოს, სიკეთე, სიხარული ჰქონდეს, მისთვის რაღაც კარგი გააკეთო, რა თქმა უნდა, მასაც უნდა უნდოდეს, რომ შენ გვერდით იყოს, შენი კარგად ყოფნა სურდეს... იცი, ადამიანი ბედნიერი როდის ხარ? მაშინ, როცა უბედური არ ხარ, შენს ოჯახს, ქვეყანას უბედურება არ სჭირს... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სარა
ასეთი აშარი რომ ხართ მიტომ არ გყავთ ქმარი, მამაკაცებს ნაზი და თბილი ქალბატონები მოსწონთ. ქალი კუნთებზე არ უნდა იყურებოდეს
00:37 / 01-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS