21 სექტემბერი, 2018
ზაქარია ქუცნაშვილი 7 საათის შემდეგ აღარ ჭამს და მოსახლეობას ურჩევს მწვანილიანი ხინკალი მიირთვან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. თუ ჰკითხავთ, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუძლია პუნქტებად ჩამოგიყვეთ, მაგალითად, ასე:

“ჯანსაღი ცხოვრება არის სწორად განაწილებული დრო, კარგად ორგანიზებული შრომა, სწორი და დროული კვება, ვარჯიში და რამდენადაც შესაძლებელია, მავნე ზეგავლენის მომტანი ფაქტორების არიდება. მოკლედ, სწორი ქცევა და სწორი კვება”.

ამ რეჟიმის დაცვაში ცოლი მაქსიმალურად ეხმარება.

ინტერვიუში, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავურიეთ საჯარო სივრცეში სიგარეტის მოწევის აკრძალვას, ასევე
უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის, ინიციატივას, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილეულის ნაწარმზე ფასი და გადასახადია დასარეგულირებელი.

– ბატონო ზაქარია, გამოგდით ჯანსაღი ცხოვრება ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში?


– ძალიან მიჭირს რეჟიმის დაცვა, თუმცა საჭმელების შესაბამისობა მნიშვნელოვნად მოვაწესრიგე. ვიცი, ხორცი რასთან ერთად უნდა შევჭამო, თევზი – რასთან, ბოსტნეული – რასთან და ა.შ. ჩემი ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ რთულია, რადგან არ ვეკუთვნი საკუთარ თავს.

– აბა, ვის ეკუთვნით?

– ამომრჩეველს, მათი რეჟიმით მიწევს ცხოვრება. პოლიტიკა, განსაკუთრებით წარმომადგენლობითი საქმიანობა, რთულია. ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს და არ შეუძლია ამომრჩევლის ცხოვრებით ცხოვრება, არ ვურჩევ ამ საქმეში ჩართვას. გაუჭირდება.

– თქვენი დღევანდელი სტატუსი, თანამდებობა და პოპულარობა რაში გიშლით ხელს?

– პირად ცხოვრებაში. პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს და თუ მაქვს, მხოლოდ რამდენიმესაათიანი ურთიერთობა მთელი კვირის განმავლობაში. სახლში რომ მივდივარ, ბავშვებს სძინავთ, ოჯახს მოწყვეტილი ვარ. საქართველოს ხუთ დასახლებულ პუნქტში ვმუშაობ – თბილისში, ქუთაისში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში. წარმოიდგინეთ, მარტო გადაადგილებას რამდენი დრო მიაქვს.

– ცოლი უწყობს ფეხს თქვენს ამ რიტმს?

– მეუღლე ყველაფერში ხელს მიწყობს. ცდილობს, იქ იდგეს, სადაც მე ვარ. მე ამომრჩევლის ინტერესის მიხედვით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე – ჩემი ინტერესების მიხედვით.

– ასეთ რეჟიმში კვება როგორი გაქვთ?

– ვცდილობ, სახლიდან გამოსვლამდე ვისაუზმო. დაძაბული სამუშაო რეჟიმის და პარლამენტში შესვენების კულტურის არარსებობის გამო, ხშირად სადილის გარეშე ვრჩები.

– 7 საათის მერე აღარ ჭამთ?

– ვცდილობ, რომ აღარ შევჭამო.

– დიეტაზე ხომ არ ხართ?

– დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ სწორი კვების წესებს ვიცავ. საღამოს მსუბუქად უნდა ჭამო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS