გოგა ჩანადირი:
- ანიტა უკვე ორი წლის და ოთხი თვისაა. ოთხ სექტემბერს მოვნათლეთ. ოთხი ნათლია გვყავს – ჩემი და ნათიას მეგობრები, მათ შორის - შორენა ბეგაშვილი. ქაშუეთში მოვნათლეთ. ჩვენ გვესმის, რამხელა
- შორენა როგორ გახდა ანიტას ნათლია?
- შორენა უფრო ნათიას მეგობარია, ჩემიც არის, მე ჩემი მეუღლისგან ვიცნობ და მერე დავმეგობრდით, ჩემს დაბადების დღეზეც არის ნამყოფი. კარგი ურთიერთობა გვაქვს. შორენა რომ ნათლია უნდა ყოფილიყო, პირველივე დღეებიდან გადაწყვეტილი გვქონდა. როდესაც ნათია ფეხმძიმედ იყო, შორენამ თვითონ უთხრა, მე ვიქნები თქვენი ნათლიაო და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა.

- რა გინდა, ნათლიებმა დაანათლონ?
- ვფიქრობ, ეს თვითონ ნათლიის გადასაწყვეტია. შორენას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი გოგოა, უბოროტო. არ არსებობს, შორენამ ვინმეზე ცუდი თქვას, ვინმეს ცუდი გაუკეთოს და ეს ძალიან კარგი თვისებაა. ადამიანში კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობას, პატიოსნებას ვაფასებ და შორენას ეს ყველაფერი აქვს და ამიტომაც გამიხარდა, რომ ანიტას ნათლია ის იქნებოდა. როდესაც მე ბავშვს ვნათლავ, ბევრ კარგს ვანათლავ. ახლახან ჩემი მეგობრის ბავშვი მოვნათლე გერმანიაში, ნათლობის სახელი სალომე დაერქვა. ისე, რომ ვუკვირდები, ძალიან ცოტა ქართული სახელი გვაქვს. საქართველოში, ძირითადად, გარედან შემოსული სახელებია დამკვიდრებული. განაგრძეთ კითხვა: