07 სექტემბერი, 2018
"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს" - რას საყვედურობს მეუღლე მანიკა ასათიანს
რითი ამა­ყობს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს შეც­ვლი­და ცხოვ­რე­ბა­ში, რა თე­მებს გა­ნი­ხი­ლავს სა­და­ქა­ლოს­თან ერ­თად და რო­გო­რ უმკლავ­დე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრობ­ლე­მებს? - ამ და სხვა "ქა­ლურ-დი­ა­სახ­ლი­სურ" თე­მებ­ზე მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი გვე­სა­უბ­რა და ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი­დან ეთერს და­უბ­რუნ­დე­ბა...

- ამ ზა­ფხულს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­გეგ­მი­ლი მქონ­და. ბა­თუმ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვი - ოჯახ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე. ახლა უკვე თბი­ლის­ში ვარ.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ?


- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვბრუნ­დე­ბი, მალე მა­ყუ­რე­ბე­ლი ისევ მი­ხი­ლავს...

- თავს ძლი­ერ
ქა­ლად მი­იჩ­ნევ?


- კი. ქალი ძლი­ე­რი მა­შინ არის, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს ახერ­ხებს - თა­ვის საქ­მე­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ოჯახ­შიც კარ­გა­დაა. მი­თია, რომ კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი ერ­თად არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი არა, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, რომ კა­რი­ე­რის და ოჯა­ხის შე­თავ­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა.

- კომ­ფორ­ტს რა გიქ­მნის?

- სა­ერ­თოდ, კომ­ფორ­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავს შე­ვუქ­მნა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ ვგუ­ლის­ხმობ: ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში (მა­გა­ლი­თად, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში) კომ­ფორ­ტის პოვ­ნა შე­მიძ­ლია - ამის უნა­რი მაქვს.

- მე­ცხრე წე­ლია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ. ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ შე­გქმნია?


- "კრი­ზისს" ვერ და­ვარ­ქმევ - ეს სი­ტყვა ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ მგო­ნი, ცოლ-ქმა­რი არ არ­სე­ბობს, ვი­საც კა­მა­თი, პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტი არ მოს­ვლია. ამის გა­რე­შე ჩემი ცხოვ­რე­ბაც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რად­გან რო­დე­საც ორ ადა­მი­ანს შო­რის ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლია, კა­მა­თი და ცოტა ჩხუ­ბიც იქ­ნე­ბა. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ეს არის. ისე­თი კრი­ზი­სი, რომ ვა­ი­მე, გაძ­ლე­ბა­ზე ვართ და დღეს-ხვალ ოჯა­ხი დაგ­ვენგრე­ვაო, რა თქმა უნდა, არ გვქო­ნია და ვი­მე­დოვ­ნებ, არც გვექ­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, პა­ტარ-პა­ტა­რა კრი­ზი­სე­ბი ყვე­ლა ცოლ-ქმარს შო­რის არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხუ­ლი მაქვს.

- ცოლ­ქმრულ პრობ­ლე­მებს ვინ­მეს­თან გა­ნი­ხი­ლავ?


- მე და ჩემს მე­უღ­ლეს ერ­თმა­ნეთ­თან ისე­თი მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სხვას­თან გან­ხილ­ვას არ სა­ჭი­რო­ებს და მგო­ნი, ეს სწო­რიც არ იქ­ნე­ბა - ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა ცოლ-ქმრი­საა და თუ მათ შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, მე­გობ­რო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი იქვე გვარ­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად, სიყ­ვა­რუ­ლი ეს არის: ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და ერ­თგუ­ლე­ბა, მერე უკვე სხვა და­ნარ­ჩე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან მო­დის. მე და ბექა ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნეთს ვე­სა­უბ­რე­ბით პრობ­ლე­მებ­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, ცუდ­ზეც და კარ­გზეც...

- ბავ­შვის აღ­ზრდი­სას ჩიხ­ში შე­სულ­ხარ? ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ მიმხვდარ­ხარ, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი?

- არა. რა თქმა უნდა, ბავ­შვის აღ­ზრდა მარ­ტი­ვი არ არის: ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, აღ­ზრდის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე სწო­რად უნდა მი­უდ­გე. კვე­ბა, შე­ნიშ­ვნა, სწო­რი საქ­ცი­ე­ლის­კენ მი­თი­თე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ჩიხ­ში არ შევ­სულ­ვარ და ფსი­ქო­ლო­გის­თვის არ მი­მი­მარ­თავს, თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბას ვემ­ხრო­ბი - კარ­გია, თუ მშო­ბე­ლი მის რჩე­ვებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და ბავ­შვს ამის მი­ხედ­ვით აღ­ზრდის. ფსი­ქო­ლო­გებ­თან შე­ხე­ბა მქო­ნია და ამ სფე­რო­ში რა­ღა­ცე­ბი თე­ო­რი­უ­ლად ვიცი. კონ­კრე­ტუ­ლად, ჩემი პრობ­ლე­მე­ბით არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს - ასე­თი პრობ­ლე­მა არც მქო­ნია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS