30 აგვისტო, 2018
"მამუკა ბახტაძეს სულ წვეტიანი ფეხსაცმელი აცვია, რაც საზიზღრობაა..."
ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გიორგი შენგელაია თავად გვესაუბრა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება:

- საქართველოს პრეზიდენტობას რომ ვაპირებ, ამას ბევრი წინაპირობა აქვს: მე დიდი ხანია, ვმონაწილეობ ქართულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს მე და ჩემი ძმა ოპოზიციაში ვიყავით... სააკაშვილის დროს ერთ-ერთი პირველი გამოვედი და ჩავხადე მაგათ შარვალი!

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მხარს "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი, თუმცა, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მე ვერიდები ეგეთ ამბებს. ახლაც კენჭს ვიყრი,
როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. არ მჯერა, რომ საქართველოში რამე სერიოზული ინტელექტუალური ძალაა, პარტია კი ინტელექტუალურ ძალას ნიშნავს. ეგენი ყველა ავანტიურისტები არიან, მხოლოდ თანამდებობა სურთ, პოლიტიკა, "ტუსოვკები" და სისულელეები... მე მირჩევნია დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი. საკმარისი ძალა, ცოდნა და ინტელექტი მაქვს! პროფესიით რეჟისორი ვარ და რეჟისორის მთავარი თვისება ორგანიზატორული ნიჭია... ჩემი ფილმები ხომ გაქვთ ნანახი?

- რასაკვირველია, ნანახი კი არა, გაზრდილი ვართ თქვენს ფილმებზე?
- მერე ამ ფილმებს ძალიან დიდი ორგანიზატორული ნიჭი სჭირდებოდა! ამან გადამაწყვეტინა პრეზიდენტობაზე მეფიქრა! თუმცა, ახლა რომ გითხრათ, მზად ვარ ხალხს დაპირებები მივცე, ამას არ ვიზამ! უპირველესად იმას ვეტყვი ხალხს, რომ ქამრები მოიჭირონ. ნახევარი საქართველო ღიპიანია! ეს დაწერეთ პირდაპირ, რომ ასეთი მიდგომა ჩვენ 6-8 თვეში ევროპული დონის ქვეყანას გაგვხდის და ამას ვეტყვი პირველივე მიტინგზე ხალხს. ასევე ტვინი გაანძრიეთ და იფიქრეთ, რა შეუძლია ნატოს გააკეთოს! განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მეჯღანე
მარაზმი, ასეა ეს.
17:30 / 23-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS