- ჩემი ძმა გახლავთ ლევან მასხულია, რომელიც ჩემზე 15 წლით პატარაა... ჩემს უფროს ვაჟს - სერგის და ლევანს შორის სხვაობა ოთხი წელია და ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ძმებივით... ლევანიკო რომ გაჩნდა, 15 წლის ვიყავი და უზომოდ გამიხარდა მისი ამქვეყნად მოვლინება.
ჩემი სამეგობრო მოლოდინში ვიყავით, უკვე დიდი გოგოები გახლდით და ლევანიკო რომ დაიბადა, ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით! მერე ვასეირნებდით, ვათამაშებდით, ვუვლიდით... თავიდან უფრო ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც შვილის მიმართ... ახლა გაიზარდა და ძალიან დავმეგობრდით...
- ლევანი რა პროფესიისაა?
- ძალიან წარმატებული კალათბურთელია... ესპანეთში თამაშობდა, სპეციალური აკადემია დაამთავრა. ამჯერად სწავლობს ტალინში და იქ თამაშობს.
- ვინ არის თაკო ჩხეიძის დიპლომატი მეუღლე?
- თქვენ ადრე დაოჯახდით და როგორ გრძელდებოდა თქვენი დაძმობა?
- დიახ, ლევანიკოს დაბადებიდან მალე დავოჯახდი... ჩემს ქორწილში ლევანიკო ორი წლის იყო, დარბოდა და ვარდებს მაყრიდა თავზე. განაგრძეთ კითხვა: