09 აგვისტო, 2018
"პოლიტიკა მაინც პირადი ანგარიშსწორებისა და ინტრიგების სარბიელი მგონია" - ანა მარგველაშვილი მამის კრიტიკას მძაფრად აღიქვამს და ცუდად ხდება
ანნა მარგველაშვილი არაერთხელ აღმოჩენილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფლებით და საკუთარი პოზიციის დაცვით. ეს თვისებები აქვს ჩვენს პრეზიდენტსაც. საპრეზიდენტო ვადა მალე იწურება. რა იქნება ჩვენს პოლიტიკურ
ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში არჩევნები განსაზღვრავს. როგორ შეიცვლება პრეზიდენტისა და მისი ქალიშვილის ცხოვრება?
მარგველაშვილები - პოლიტიკის, ინტრიგებისა და საპრეზიდენტო რეგალიებს მიღმა...

- ანნა, ბატონი გიორგი ყოველთვის იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, ჯერ როგორც პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პიროვნება, ხოლო შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, თქვენც არაერთხელ აღმოჩნდით საზოგადოების
ყურადღების სამიზნე. ხომ არ გაღიზიანებდათ მის ჩრდილში ყოფნა და თვითდამკვიდრების გზებს ხომ არ ეძებდით?


- არასდროს დამჭირვებია თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა. შეიძლება იმიტომ, რომ თავისუფლად ვიზრდებოდი და ყოველთვის მქონდა საკუთარი პოზიცია და ხმა ოჯახში. მამა ყოველთვის მეამაყებოდა, ყოველთვის ვთვლიდი, რომ მამა ყველაზე ჭკვიანი იყო და ყველას ჯობდა. დღემდე ამ დამოკიდებულებას ვინარჩუნებ მის მიმართ. მგონია, რომ ოჯახის წევრებში ძალიან გამიმართლა.



- ვის და რა თვისებებით ჰგავხართ, ან განსხვავდებით მამისგან?

- გარეგნობით მას ვგავარ. ხასიათით, ალბათ უფრო დედას. მამას ვგავარ იმით, რომ ორივეს ემოციური, ფეთქებადი ხასიათი გვაქვს. ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვიჭირს, კომპრომისზე მე მივდივარ. თავად პრინციპული ადამიანია, მისი აზრი ყოველთვის არგუმენტირებულია. ამდენად, თავის პოზიციას მყარად იცავს. ეს პოზიცია ეხება ყველას. ზოგადად, სამყაროს თუ ადამიანების მიმართ გაანალიზებული, ობიექტური, დასაბუთებული შეფასება აქვს. ცდილობს, ასე იყოს... თავის პრინციპებს არ ღალატობს.

- რა იყო თქვენი სასაუბრო თემა, რა საკითხს განიხილავდა თქვენთან?

- მახსენდება ის, რომ პირველივე წინააღმდეგობასა თუ პრობლემაზე მამას მივმართავდი. 15 წლის ასაკში, თუნდაც პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების შესახებ მამამ ყველაფერი იცოდა. ჩემს აზრს ყოველთვის ვუზიარებდი. ყოველთვის მაძლევდა ჩემთვის მნიშვნელოვან რჩევას. დღემდე მახსოვს მისი ფრაზები, რომელსაც მიზიარებდა, როგორც ცხოვრებისეულ კრედოს.

Rating

- ასეთი ფრაზებიდან რომელს გაიხსენებდით?

- მასწავლიდა პრინციპულობას. რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა გონებაში, თავმოყვარეობას ეხება - საკუთარი თავმოყვარეობა არასდროს არ უნდა შემელახა.

- ამასობაში თქვენს ცხოვრებაში პოლიტიკა შემოვიდა. როგორი გავლენა მოახდინა პოლიტიკამ თქვენს ცხოვრებასა და ურთიერთობაზე?

- პოლიტიკური ზეგავლენა ნაკლებად შეგვეხო... უფრო ის არის, რომ ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მე თბილისში ვცხოვრობ, მამა დუშეთშია. ერთად ცოტა დროს ვატარებთ. თუმცა, როცა მასთან საუბარი მსურს, ყოველთვის გამოძებნის დროს. არაფერი შეცვლილა ჩვენ შორის.



- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის პოზიციაში რა იყო მისთვის მომხიბვლელი და თქვენ რას ელოდით?

- პოლიტიკაში უცებ არ აღმოჩენილა. პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. წინა ხელისუფლების რეჟიმს ხშირად აკრიტიკებდა და ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას. ამ კითხვის ნაწილზე, ალბათ თავად უნდა გიპასუხოთ. ამ თემას არასდროს შევხებივართ. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს... ძალიან ნეგატიური რეაქცია მქონდა. პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ძალიან შემეშინდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნოდა. მახსოვს, ბებიას დავურეკე და ვეუბნებოდი, რად გვინდა ეს ყველაფერი-მეთქი. ძალიან ვინერვიულე. მის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, პატივს ვცემ და მას შემდეგ ამ საკითხს აღარ შევხებივარ, თუნდაც იმიტომ, რომ მის გადაწყვეტილებებში არასდროს შემიტანია ეჭვი. ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ.

Rating


- რა შეიცვალა ანა მარგველაშვილის ცხოვრებაში?

- ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ, რომელზეც პასუხი არასდროს მაქვს. რაღაც შეიცვალა იმ მხრივ, რომ უცებ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. განსაკუთრებით ჟურნალისტების ყურადღება მივიქციე. თავიდან ძალიან არ მომწონდა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება განხილვის საგანი გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში აქტიურად ვიყავი ჩართული. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი რაკურსით შემომიტრიალდა, რომ... ყველამ ჭკუის დარიგება დამიწყო. თავიდან ყველაფერი მაღიზიანებდა. მერე, მივეჩვიე. უფრო სწორად, ყურადღებას რადგან არ ვაქცევდი, თავისთავად განელდა ჩემ მიმართ ინტერესი. ვთვლი, რომ ჩემი თემა აღარ არის საზოგადოებაში აქტუალური.

- მოახდინა თუ არა საზოგადოებრივმა აზრმა თქვენზე გავლენა და შეზღუდა თქვენი თავისუფლება?


- არა. ადრეულ ასაკში მქონდა პერიოდი, როცა დავდიოდი კლუბებში, ვერთობოდი. ეს ყველაფერი ასაკობრივი იყო. შემდეგ გავთხოვდი, გამიჩნდა შვილი და სხვა ინტერესები გამიჩნდა. ვიდეოს ჩაწერის და სიმღერის სურვილმა გადამიარა. ამიტომ შედარებით მშვიდად დავიწყე ცხოვრება.
განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტოტო
მამამისი დანიშნეს პრეზიდენტად.შესაბამისად ... არ არის მნიშვნელოვანი,მაგრამ სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით,რაც არ არის კარგი საქციელი.
19:41 / 29-08-2018
გამოხმაურება / 0 /
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
თავს დავდებ, გაჩხერილშია. თვალები ნახეთ, ვიღაცამ აშკარად მოუწყო.
22:10 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS