08 აგვისტო, 2018
ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე ელონ მასკის დედის გვერდით გამოვიდა
იტა­ლი­ა­ში, კო­მოს ტბის სა­ნა­პი­რო­ზე "Dolce&Gabbana"-ს ბოლო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. იტა­ლი­უ­რი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბის ქალი, მდიდ­რუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და მკვეთ­რი ფე­რე­ბი - არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტეს დო­მე­ნი­კომ და სტე­ფა­ნომ გლა­მუ­რულ სტილს. ეს ჩვე­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო იმი­თაც, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მო­დე­ლე­ბის უფ­რო­სი თა­ო­ბა მო­ნა­წილ­ეობ­და: "სფე­ის იქ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ელონ მას­კის დედა - მეი მას­კი, ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ევა ჰერ­ცი­გო­ვა, ჰე­ლე­ნა კრის­ტენ­სე­ნი, მათ გვერ­დით კი პო­დი­უმ­ზე იდგა ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, 23 წლის თა­თია ახა­ლა­ია.

თა­თია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კონ­კურს Elite Model­Look Georgia 2015-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და IC Model
Management-ის ტოპ­მო­დე­ლია. თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ დი­ზა­ი­ნე­რებ­სა და სა­მო­დე­ლო სახ­ლებ­თან, რო­გო­რებიც არი­ან: რო­ბერ­ტო კა­ვა­ლი, ემი­ლიო პუჩი, "ჰერ­მე­სი", "მიუ მიუ", ნარ­ცი­სო როდ­რი­გე­სი, ჯო­ნა­თან სა­უნ­დერ­სი და სხვე­ბი. თა­თია ექ­სკლუ­ზი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს ჩვე­ნე­ბა­სა და ტოპ­მო­დე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე.

"ალტა მოდა" კო­მოს ტბა­ზე

- "Dolce&Gabbana"-ს უკა­ნას­კნე­ლი "ალტა მო­დას" ჩვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რებ­ელი და ლა­მა­ზი იყო. ეს ალ­ბათ კო­მოს­ ტბის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის და ზღაპ­რუ­ლი კო­ლექ­ცი­ის სინ­თეზ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.­ ეს უფრო პერ­ფორ­მან­სი იყო, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩვე­ნე­ბა. დიდი პა­ტი­ვია ნა­ო­მი ქემ­პბელ­თან, ევა ჰერ­ცი­გო­ვა­სა და ჰე­ლე­ნა­ კრის­ტენ­სენ­თან ერ­თად პო­დი­უმ­ზე გავ­ლა. მარ­ტი­ვია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, არ არი­ან ქედ­მაღლ­ები, მაგ­რამ ნა­ო­მი მა­ინც გა­მო­ნაკ­ლი­სია, ის გან­ცალ­კე­ვე­ბით იყო სხვა მო­დე­ლე­ბის­გან, გარ­და ჩვე­ნე­ბის ფი­ნა­ლი­სა, როცა ყვე­ლა­ნი­ ვი­დე­ქით დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გვერ­დით. სტე­ფა­ნო­ და დო­მე­ნი­კო ძა­ლი­ან თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით, დო­მე­ნი­კო. გუნ­დი, რო­მე­ლიც მათ­თან მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლია, აქ ექ­სცე­სე­ბი არ ხდე­ბა.

"Dolce&Gabbana"-ს ჩვე­ნე­ბა­ზე პირ­ვე­ლად შარ­შან მოვ­ხვდი. ქას­თინგდი­რექ­ტორს მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში შევ­ხვდი და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ჩემს იტა­ლი­ურ სა­ა­გენ­ტოს სთხო­ვა, ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი­ მორ­გე­ბა­ზე ჩვე­ნე­ბის­თვის, მათ კი ია კიწ­მა­რიშ­ვილს გა­ა­გე­ბი­ნეს. მას შემ­დეგ ბევ­რჯერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლე ბრენდთან, ტან­საც­მლის შექ­მნა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ერთ-ერთი ხა­ზის კა­ტა­ლო­გი­სა და ლუქ­ბუ­ქის გა­და­ღე­ბა­შიც.

დიდი ბრენ­დე­ბის ქას­თინგზე უამ­რა­ვი გოგო იყ­რის თავს. ქას­თინგს ისე არ უნდა მი­უდ­გე, რო­გორც კონ­კურსს. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი ან უა­რე­სე­ბი ვართ. უბ­რა­ლოდ ყვე­ლა დი­ზა­ი­ნერს თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს და კო­ლექ­ცი­ის­თვის ტი­პა­ჟებ­საც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­ჩევს. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ძა­ბე­ბი, არც კო­მუ­ნი­კა­ცია მი­ჭირს და არც უად­გი­ლოდ თა­ვის გა­მო­ჩე­ნა მა­ხა­სი­ა­თებს. ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო, მე­ტის­მე­ტი ფა­მი­ლი­ა­რო­ბა არა­ვის მოს­წონს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS