31 ივლისი, 2018
გია სურამელაშვილმა საყვარელს ბოთლი ჩაარტყა - ალბათ ღირსი იყო, არ ვიცი
გია სურამელაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია – ის შეყვარებულს დაშორდა და მისი გული თავისუფალია. როგორც ამბობს, შემოდგომამდე შეყვარებული არ უნდა, რადგან სიცხე ძალიან აწუხებს. გიას მალე ფრანგული პარფიუმერიის რეკლამაშიც ვიხილავთ.
გია სურამელაშვილი: ზაფხული ჩემთვის საშინელებაა, „ჭირვეულის მორჯულება“ და ვერც ვერავინ მარჯულებს. მუშაობაშიც ხელს მიშლის, გასტროლებშიც და ყველაფერში.

ერთადერთი, თუ ზღვაზე ვარ, „ანდამატში“, მაშინ კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. იტალიასა და ისრაელში რომ ვიყავი, არანაირი რუჯის სურვილი არ მქონდა – ბრწყინვალე კონცერტი ჩავატარე, საოცარი ხალხი გავიცანი. ნეაპოლში აპარტამენტებში ვიყავი
ჩაკეტილი, არც ზღვა მინდოდა და არაფერი. მარტო რესტორანში დავდიოდი ქურდებთან და საჩუქრებს ვიღებდი.

33 წელია, სცენაზე ვარ, შორტი ვეღარ ჩამიცვამს სახლში, გამოვალ აივანზე და ეზოდან მიღებენ ფოტოებს – შიშველი დადის გია სურამელაშვილიო. გუშინ ოთხი კაცი იდგა ჩემს სახლთან. დამინახავენ ეს შხვართი ფეხები მიჩანს და მერე აღმოჩნდება, რომ შორტი მაცვია, ანგელოზივით ფეხებზე.

– ლუდის რეკლამაში როგორ მოხვდი?

– ეს იყო ჰოლივუდის ერთწუთიანი ფილმი, დამახვედრეს ფრანგული შამპანურები, ხიზილალები, სასწაულები, მინი მანქანა, სადაც ჩემი საგრიმიორო იყო მოწყობილი, კონდიციონერი. მონაწილეები, მსახიობები ჩემს მოლოდინში იყვნენ. ფოტოსესიები და საწაული რაღაცები ხდებოდა... ძალიან დასამახსოვრებელი იყო და მადლობა „ნატახტარს“. აღინიშნა, რომ ამ რეკლამით ყოველგვარი რეკორდი მოვხსენი. იქ სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ მე მომიხსნია რეკორდი, თუმცა, მე სად არ ვხსნი... რეკლამაში კიდევ მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, კოსმეტიკური ბრენდიდან. ეს შემოდგომაზე იქნება. ასე რომ, დავიწყე უკვე რეკლამების გმირობა. ისედაც მსახიობი ვარ, ახლა პარფიუმერიის რეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზეს და სხვა ვარსკვლავმა გაიჭექა ჩემში.

– თავს განსაკუთრებულად უვლი?
– თავს მართლა არ ვუვლი. მე თვითონ არ ვარ ის ადამიანი, რომ დღის წესრიგს ვიცავდე, კაცმა არ იცის, როდის ვიძინებ, როდის ვიღვიძებ, მაქვს საშინელი ბახუსი. არეული ცხოვრების ბიჭი ვარ. ალკოჰოლი ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, იმას ვერ ვხვდები, იმ დღეს რომ არ უნდა დავლიო, მეორე დღეს რომ მაქვს სერიოზული გადაღებები.

წინა დღეს ვსვამ და მეორე დღეს ვაგდებ. ამის შედეგად მე მგონია, რომ გადამგდები ვარ. ქვეყნის ამომავალი ალიანსი ვარ და ამას ყველა გაგებით ეკიდება. მთავარია, ისეთი რამ არ შეგვეშალოს, რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ მე და ქვეყანა. ვაიმე, ეს რა ფრაზა ვთქვი: მე და ქვეყანა რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ვანო
აი პიჟონი.
17:33 / 06-08-2018
გამოხმაურება / 1 /
MACHO
პიჟონი კი არა პ ი ტ ა ლ ო ო
23:25 / 11-08-2018
ლალი
ღმერთო რა გამოყ....ია))რამდენი ხანი უნდა აბლატავონ ახლა ეს ფინთიკოზა))
17:00 / 04-08-2018
გამოხმაურება / 0 /
გიო
ამაზე იტყვიან "самовлюбленный болван"
12:10 / 03-08-2018
გამოხმაურება / 0 /
77
სუპერ ეპილაცია. ამაზე ნაკლები ფეხი არ უნდა ჰქონდეს არცერთ ნარცისს და თუ გინდათ ნარგიზას
15:02 / 02-08-2018
გამოხმაურება / 0 /
69
ბოთლი ქალბატონს ჩაარტყა თუ მამაკაცს (ნავთობის მაგნატი ჰყავდა მაგას შეყვარებული, რომელიც ერთ კილო ოქროს აძლევდა ერთ ხელსაქმეში) ?
14:58 / 02-08-2018
გამოხმაურება / 1 /
lasha
:)))
02:22 / 05-08-2018
TOPS