31 ივლისი, 2018
გია სურამელაშვილმა საყვარელს ბოთლი ჩაარტყა - ალბათ ღირსი იყო, არ ვიცი
გია სურამელაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია – ის შეყვარებულს დაშორდა და მისი გული თავისუფალია. როგორც ამბობს, შემოდგომამდე შეყვარებული არ უნდა, რადგან სიცხე ძალიან აწუხებს. გიას მალე ფრანგული პარფიუმერიის რეკლამაშიც ვიხილავთ.
გია სურამელაშვილი: ზაფხული ჩემთვის საშინელებაა, „ჭირვეულის მორჯულება“ და ვერც ვერავინ მარჯულებს. მუშაობაშიც ხელს მიშლის, გასტროლებშიც და ყველაფერში.

ერთადერთი, თუ ზღვაზე ვარ, „ანდამატში“, მაშინ კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. იტალიასა და ისრაელში რომ ვიყავი, არანაირი რუჯის სურვილი არ მქონდა – ბრწყინვალე კონცერტი ჩავატარე, საოცარი ხალხი გავიცანი. ნეაპოლში აპარტამენტებში ვიყავი
ჩაკეტილი, არც ზღვა მინდოდა და არაფერი. მარტო რესტორანში დავდიოდი ქურდებთან და საჩუქრებს ვიღებდი.

33 წელია, სცენაზე ვარ, შორტი ვეღარ ჩამიცვამს სახლში, გამოვალ აივანზე და ეზოდან მიღებენ ფოტოებს – შიშველი დადის გია სურამელაშვილიო. გუშინ ოთხი კაცი იდგა ჩემს სახლთან. დამინახავენ ეს შხვართი ფეხები მიჩანს და მერე აღმოჩნდება, რომ შორტი მაცვია, ანგელოზივით ფეხებზე.

– ლუდის რეკლამაში როგორ მოხვდი?

– ეს იყო ჰოლივუდის ერთწუთიანი ფილმი, დამახვედრეს ფრანგული შამპანურები, ხიზილალები, სასწაულები, მინი მანქანა, სადაც ჩემი საგრიმიორო იყო მოწყობილი, კონდიციონერი. მონაწილეები, მსახიობები ჩემს მოლოდინში იყვნენ. ფოტოსესიები და საწაული რაღაცები ხდებოდა... ძალიან დასამახსოვრებელი იყო და მადლობა „ნატახტარს“. აღინიშნა, რომ ამ რეკლამით ყოველგვარი რეკორდი მოვხსენი. იქ სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ მე მომიხსნია რეკორდი, თუმცა, მე სად არ ვხსნი... რეკლამაში კიდევ მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, კოსმეტიკური ბრენდიდან. ეს შემოდგომაზე იქნება. ასე რომ, დავიწყე უკვე რეკლამების გმირობა. ისედაც მსახიობი ვარ, ახლა პარფიუმერიის რეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზეს და სხვა ვარსკვლავმა გაიჭექა ჩემში.

– თავს განსაკუთრებულად უვლი?
– თავს მართლა არ ვუვლი. მე თვითონ არ ვარ ის ადამიანი, რომ დღის წესრიგს ვიცავდე, კაცმა არ იცის, როდის ვიძინებ, როდის ვიღვიძებ, მაქვს საშინელი ბახუსი. არეული ცხოვრების ბიჭი ვარ. ალკოჰოლი ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, იმას ვერ ვხვდები, იმ დღეს რომ არ უნდა დავლიო, მეორე დღეს რომ მაქვს სერიოზული გადაღებები.

წინა დღეს ვსვამ და მეორე დღეს ვაგდებ. ამის შედეგად მე მგონია, რომ გადამგდები ვარ. ქვეყნის ამომავალი ალიანსი ვარ და ამას ყველა გაგებით ეკიდება. მთავარია, ისეთი რამ არ შეგვეშალოს, რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ მე და ქვეყანა. ვაიმე, ეს რა ფრაზა ვთქვი: მე და ქვეყანა რასაც ერთმანეთს არ ვაპატიებთ. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ююю
ხორკლიანი ხომ არ ჰქონდა, რატომ უნდა სტკენოდა და გაბრაზებულიყო?
22:17 / 23-07-2019
გამოხმაურება / 0 /
marika
ჟერ კიდევ ვერ ვხვდები რა სცჰირს ამ ადამიანს , ამუ სჯერა რასაც ბოდიალობს ტუ გვეკაიფება , , ტუ სჯერა -მასჰინ ამას ექიმიც ვეგარ უსჰველის , დამტავრებულია ამის საქმე.
06:27 / 03-09-2018
გამოხმაურება / 0 /
Georgia
რა უნდა ელაპარაკო ახლა ამას, ან იმას, ვისაც ეს ევასება ...?!
11:27 / 15-08-2018
გამოხმაურება / 0 /
შაკო
ძაან ატკინა ალბათ :D:D
12:09 / 13-08-2018
გამოხმაურება / 0 /
mdaa
უკიდურესი დეგენერატი
20:02 / 11-08-2018
გამოხმაურება / 1 /
Batumeli
Es kaci rom batumshi iyos gepicebi davhantavdi,rodis iyo kurdebi magastan jdeboda,vici sul prox kalebshi zis sahukrebs rom huknian am marazmatiks.
03:16 / 24-07-2019
aleqsa
მაგის გვარიც შვილით უნდა მთავრდებოდეს
09:04 / 11-08-2018
გამოხმაურება / 1 /
marika
რატომაც არა , ვირის სჰვილი
06:30 / 03-09-2018
bitili
ბიჭო ამასაც კაცი უნდა ერქვას და გივი სიხარულიძესაც???ღმერთო სამართალი სადაა? ფულის ტომარაა,სიმღერით წაჭერილი ცისფერი...ქლიავი.შეგარცხვინა ღმერთმა!!!
21:57 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ეს ლაპარაკობს თუ ვასო ფხაკაძე?
17:19 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!
ის შეყვარებული კაცი იყო თუ ქალი? კაცს თუ ჩაარტყა არა უშავს:))))))))
00:00 / 09-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯუანშერი
იმ ქვეყნის დედა ვატირე, სადაც ამ არარაობის ცხოვრება აინტერესებთ.
18:16 / 08-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS