27 ივლისი, 2018
აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"
ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო, თუმ­ცა, მო­დის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ის მა­ნამ­დეც კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი. ვიქ­ტო­რია მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ამე­რი­კის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. წლე­ბია, შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ის ახ­ლა­ხან "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე­ზე - გუგა თო­ი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და.

- ჩემი ქვე­ყა­ნა, იქ, სა­დაც და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე­ და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან­ვე გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან და ასე­თი პა­ტა­რა გოგო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი
მო­მავ­ლის იმე­დით გა­მო­ვე­შუ­რე უცხო ქვე­ყა­ნა­ში... ჩა­მოს­ვლის დღი­დან­ვე და­ი­წყო თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა... იყო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა წამ­ყვა­ნი მო­დის სახ­ლე­ბი­დან, უამ­რა­ვი გა­და­ღე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის. თით­ქოს ზღა­პა­რი­ვით აე­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კი ჩემი არ­სე­ბო­ბა პრო­ექ­ტმა - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­ახ­სე­ნა. იმ ზა­ფხულს, როცა ეს პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მელ­მაც გა­მა­ხა­რა და რო­გორც იცით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი კი­დეც.

- ისევ აქ­ტი­უ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არა? რთუ­ლი იყო გზა თბი­ლი­სი­დან შტა­ტე­ბამ­დე?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია ამე­რი­კა­ში მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას. აქ ხომ უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია თავ­მოყ­რი­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მე ეს შევ­ძე­ლი და ამით ამა­ყი ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზა წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თან თა­ვის­თა­ვად არ მო­სუ­ლა, ეს იყო დიდი შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის შე­დე­გი. სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო "მა­გა­რი" გეგ­მე­ბი მაქვს.



- რო­გო­რია შენი ერთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე?


- დი­ლით ადრე ვდგე­ბი და ვვარ­ჯი­შობ, შემ­დეგ სა­ცუ­რა­ოდ მივ­დი­ვარ. მერე იწყე­ბა დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბა, გა­მოს­ვლა... სა­ღა­მოს უკვე მე და ჩემი მე­უღ­ლე გავ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად, სა­სე­ირ­ნოდ.

- ოდეს­მე გი­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვი­ტე ცხოვ­რე­ბის, კა­რი­ე­რის აწყო­ბა?


- თა­ვი­დან ჩემი აქ ყოფ­ნა რთუ­ლი იყო, აქა­უ­რო­ბას­თან შეჩ­ვე­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ახლა უკვე კარ­გად ვგრძნობ თავს. არას­დროს მი­ნა­ნია წა­მოს­ვლა, რად­გან ვთვლი, რომ ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას სხვა­ნა­ი­რად ვერ მი­ვაღ­წევ­დი. მიღ­წე­უ­ლით არას­დროს ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი, სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში ვარ. მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე, არ ვდუნ­დე­ბი და არ ვფიქ­რობ, რომ ამ სფე­რო­ში მა­ღალ მწვერ­ვა­ლებ­ზე ავე­დი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რი მაქვს-მეთ­ქი.

- შენი პრო­ფე­სია გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი იყო?

- კი, ამე­რი­კა ყვე­ლას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კარ­გად იყოს. თუ შენი საქ­მის კე­თე­ბა არ გე­ზა­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი. რთუ­ლია საქ­მის აწყო­ბა, თუმ­ცა ეს ქვე­ყა­ნა გი­ფა­სებს ნი­ჭ­სა და შრო­მას...



- შე­გიძ­ლია, შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც მოგ­ვიყ­ვე? ვინ არის შენი მე­უღ­ლე და სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი? რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- მე და ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვეა და ერ­თად მოგ­ვი­წია ცეკ­ვამ, შემ­დეგ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" გას­ტრო­ლით ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და აქ ისევ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს - ზუს­ტად 4 წლის შემ­დეგ. ძა­ლი­ან თბი­ლად მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი, გა­ვიხ­სე­ნეთ პრო­ექ­ტის ამ­ბე­ბი და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. გავცვა­ლეთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ვხვდე­ბო­დით, დავ­დი­ო­დით ბარ­ში, მუ­ზე­უმ­ში, ვსე­ირ­ნობ­დით მა­ნ­ჰე­ტე­ნის ქუ­ჩებ­ში... ბო­ლოს მივ­ხვდით, რომ შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, წინ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა გვაქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, გუ­გამ ჩემს სფე­რო­შიც გა­აგ­რძე­ლოს კა­რი­ე­რა, რად­გან სა­ა­გენ­ტო­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ მი­სით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS