19 ივლისი, 2018
"დიდი სიყვარულის ამბები არ მქონია" - მარიამ ვაშაძის და ვანიკო ბენიძის სიყვარულის ისტორია
„პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, მარიამ ვაშაძე გაბედნიერდა. მან ცხოვრება ვანიკო ბენიძეს დაუკავშირა, რომელთანაც ათწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ამბობს, რომ ამდენხნიანმა მეგობრობამ სასიყვარულო ურთიერთობა მასთან უფრო გაუადვილა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა და თაფლობის თვის გასატარებლად მალდივებს მიაშურა. ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად სახლში, რომელიც ვანიკომ თავისი გემოვნებით მოაწყო. სწორედ აქ გადაიხადეს მცირე წვეულება ჯვრისწერის აღსანიშნავად, დიდ ქორწილს კი შემოდგომაზე გეგმავენ.



მარიამ ვაშაძე:

- დიდი მადლობა (იღიმის). ჩემს მეუღლეს ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ვიყავით მეგობრები, თავიდან რაღაც იყო, მაგრამ
მაშინ პატარები ვიყავით.
ისეთი ბავშვი ვიყავი, დიდად არ მაინტერესებდა სასიყვარულო ურთიერთობები. ვანიკო მიხვდა, როგორიც ვიყავი და მოკლედ, დავმეგობრდით (იღიმის). ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, სწორედ მათგან გავიცანი ვანიკო და სულ ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ერთის, ხან მეორის დაბადების დღეზე. რომ გეკითხა ორივესთვის, ვიტყოდით, კი, მეგობრები ვართო. თან, ვანიკო აქ არ იყო წლების განმავლობაში, ხან პარიზში, ხან ნიუ იორკში სწავლობდა. რომ ჩამოდიოდა, წვეულებებს მართავდა და მეც მპატიჟებდა.

ათი წელი ასე გავიდა. წინა წელს ზაფხულში შევხვდით ერთმანეთს ჯაზფესტივალზე და იქ დაიწყო ყველაფერი. მეც მიკვირს. ყველას ვიწუნებდი, ხან იმას, ხან ამას, ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოს და როდის უნდა გათხოვდეო. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მეგობარს გავყვებოდი ცოლად. უფრო ალბათ ამხანაგს დავარქმევდი და არა ახლო მეგობარს, ყოველდღიური ურთიერთობა რომ გაქვს, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ძალიან დამეხმარა.



- ერთმანეთის სასიყვარულო ამბები იცოდით?

- მე დიდი სიყვარულის ამბები არ მქონია, ვანიკოსაც არ ჰქონია არაფერი სერიოზული.

- ახლა როგორი გახდა ვანიკო, მეგობრისგან განსხვავებით?


- სხვანაირი ვანიკო გავიცანი, მანაც სხვანაირი მარიამი გაიცნო. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, ის ვანიკო არ ხარ, ვისაც ვიცნობდი-მეთქი.

- რამდენ ხანში დაქორწინდით?

- შვიდ თვეში დავქორწინდით.

- როგორ გთხოვა ხელი?

- ურთიერთობა იმისკენ მიდიოდა, რომ ქორწინებით დასრულდებოდა. მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან ვღელავდი. მთხოვა ხელი ვალენტინობას. კარგად იცის ვანიკომ, რომ სახალხოდ ხელის თხოვნა არ მომეწონებოდა. დიდხანს იფიქრა და ბოლოს ისეთ ადგილას მიმიყვანა, სადაც ბევრი ხალხი არ იყო. მომართვა თაიგული, ვალენტინობას გილოცავო. იქ ბარათი იდო, სადაც ეწერა, გამომყვები თუ არა ცოლადო. პირველი რეაქცია ის იყო, რომ სიცილი ამიტყდა… რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თაიგულშივე იდო ბეჭედიც… განაგრძეთ კითხვა:






როგორ დაგეგმეთ ულამაზესი ქორწილი?

ეს იყო არა ქორწილი, არამედ ჯვრისწერის წვეულება, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის გადავიხადეთ. რადგან აპრილში გადავწყვიტეთ ჯვრისწერა და მერე საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრება, ვანიკოს არ უნდოდა, რომ ჯვრისწერის მერე პირდაპირ გავფრენილიყავით, ამიტომაც სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, რუფტოპ წვეულება დავგეგმეთ. საბოლოოდ, ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველას ქორწილი ეგონა. თან, თეთრი კაბაც მეცვა, არ მინდოდა, მაგრამ თაიგულიც ვისროლე (იცინის). მინდოდა, დიდი ქორწილისთვის შემომენახა… არადა, ვგეგმავთ დიდ ქორწილს, სადაც იქნება ნათესაობა, მეგობრები, ვინც არ იყო იქ. შემოდგომაზე გადავიხდით. ბევრი ვინერვიულეთ, რადგან ტერასაზე იყო, ტენტებიც დავდგით, რადგან წვიმდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS