18 ივლისი, 2018
"მივხვდი, რომ უკანდასახევი გზა არ არსებობდა" - გიორგი სანაიას ვაჟის პირველი ინტერვიუ
ორ თვეზე მეტია, რაც „რუსთავი 2“-ის შაბათ-კვირის „დილა“ განსაკუთრებით სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი გახდა. ქვეყნის მთავარი არხის საეთერო ბადე, გადაცემამ „დილა უქმეებზე“ დაიკავა. მრავალფეროვანი თემებით და წამყვანების მხიარული განწყობით, პროექტმა პოპულარობა მარტივად მოიპოვა. სწორედ „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში შედგა სანდრო სანაიას ტელედებიუტიც.

სანდრო 22 წლისაა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. მისი ძირითადი პროფესია ჟურნალისტიკაა, მეორადი კი – იტალიური ფილოლოგია. ის, რომ სანდრო წარმატებული ტელეწამყვანი გახდებოდა, გასაკვირი არაა – მისი მამა, გიორგი სანაია ქვეყნის ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი გახლდათ.

ჟურნალისტია სანდროს ბიძაც, ვახო სანაია, და ეთერში გასვლამდეც, სანდრომ სწორედ ბიძისგან მიიღო რჩევები. ჟურნალისტიკაზე, იტალიურ კინოსა და სამომავლო გეგმებზე, სანდრო ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.



- როდის გააცნობიერეთ, რომ ჟურნალისტობა გინდოდათ? და რამ მოგხიბლათ ამ პროფესიაში?

- წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომელ პროფესიას მინდოდა გავყოლოდი. ცხადია, ყოველთვის პირველ ადგილზე ტელევიზია და ჟურნალისტიკა იყო, მაგრამ ეს აზრი მუდამ აქტუალური არ ყოფილა – ზოგჯერ სხვა პროფესიის არჩევაზეც ვფიქრობდი. თუმცა, ბუნდოვანი წარმოდგენა ყოველთვის მქონდა და მუდამ წარმომედგინა საკუთარი თავი ტელეწამყვანის ამპლუაში. როდესაც ამ პროფესიას უშუალოდ შევეხე, მივხვდი, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მინდა ამ სფეროში ყოფნა. ჟურნალისტიკა საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროფესიაა. ყოველთვის მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა იყო, არაფერი გამოგრჩეს და მუდამ გახსოვდეს, რომ შენს ეთერს უამრავი ადამიანი უსმენს, ამიტომ ყოველთვის უნდა აკონტროლო, რას იტყვი.

- სულ ცოტა ხნის წინ შედგა თქვენი დებიუტი „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში „დილა უქმეებზე“. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ეთერში გასვლის წინ როგორი ემოცია გქონდათ... ღელავდით?

- ჩემი პირველი ეთერი 14 აპრილს, დილის 8 საათზე შედგა. დაახლოებით 3 კვირით ადრე ვიცოდი, რომ ამ რიცხვში გავიდოდა პირველად „დილა უქმეებზე“. ყოველდღე ვნერვიულობდი და გამუდმებით სხვადასხვა სცენარი მიტრიალებდა თავში – როგორი იქნებოდა ჩემი პირველი ეთერი. თავს ვარწმუნებდი, რომ ნერვიულობა ხელს შემიშლიდა, მაგრამ იქვე მახსენდებოდა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული – პირველად ვჯდებოდი პირდაპირ ეთერში, თანაც – ქვეყნის მთავარ არხზე.
წინა ღამით საერთოდ არ მეძინა, მაგრამ დილით ადგომა არ გამიჭირდა, რადგან ნერვიულობა და ადრენალინი ჭარბობდა. როდესაც დავჯექი და ყურში მითხრეს, რომ 10 წამში პირდაპირ ეთერში ვიქნებოდი, მივხვდი, რომ უკანდასახევი გზა არ არსებობდა. ეს იყო მომენტი, რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ველოდი.

რა წამსაც დაიწყო გადაცემა, თითქოს ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა, მხოლოდ ის ფიქრებიღა მქონდა, რომ არაფერი შემშლოდა. ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები – ნერვიულობამ დამჯაბნა, თუმცა, ვინაიდან პირველი ეთერი იყო, თავს ვპატიობ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS