18 ივლისი, 2018
"მირჩევნია გათხოვების გარეშე ვიყო ბედნიერი" - მარგო ლუჩკო ყოფილ კალათბურთელზეა შეყვარებული
ტელესახე მარგო ლუჩკო, შალვა რამიშვილთან კონფლიქტის შემდეგ, ტელევიზიიდან რადიოში გადაბარგდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მარგომ პირველი ინტერვიუ მისცა, თუმცა, შალვა რამიშვილთან კონფლიქტის შესახებ ახლაც არ ისაუბრა. სამაგიეროდ თქვა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული ყოფილი კალათბურთელია. 

- მას შემდეგ, რაც მეუღლეს დავშორდი ერთი წელი არავისკენ მსურდა გახედვა. მერე კი გავიცანი ძალიან კარგი ბიჭი, ყოფილი კალათბურთელი და ახლა ვართ შეყვარებულები.





- უახლოეს მომავალში თქვენი გათხოვების შესახებაც ხომ არ გავიგებთ?


- არა, უფრო სწორად, არ ვიცი. ჩემთვის მთავარია გვერდით
მყავდეს ადამიანი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ. ჩემთვის მთავარია მყავდეს ადამიანი, რომელიც როცა დამჭირდება მარტოობას არ მაგრძნობინებს და მეც იმავეს გავაკეთებ მისთვის. 

ჩემთვის ფორმალური დაოჯახება და ქორწინების მოწმობა არაფრისმთქმელია. მირჩევნია, ოფიციალური გათხოვების გარეშე ვიყო ბედნიერი, ვიდრე ხელი მქონდეს მოწერილი და უბედური ვიყო. 



- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?


- კარგი ნაცნობები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ კარგ მეგობრებად დავრჩით, რადგან როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, იქ რაღაც ბზარები ჩნდება. 


ირაკლი ვაჩიბერაძე

ჟურნალი "სარკე"



Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
status quo-ს
მაპატიეთ,მაგრამ თუ ქმართან ყოფნა არ გაბედნიერებს და გყავს მეგობარი მამაკაცი,ვისთანაც ბედნიერი ხარ, ამას ბოზობა რატომ ჰქვია?!იძულებაა ცხოვრება?!გინდა თუ არა,ხალხმა რამე არ თქვას,უნდა აიტანო მთელი ცხოვრება?! ასე ,,მოჭრით თქვა სხვაზე ,,ამას ბოზობა სდომებია" ,სირცხვილია!!!!ბოზობა იცით,რა არის?ქმრიანი ქალები,კაცებში რომ დადიან?! როცა არ გინდა,უნდა გასცილდე და შენი გზით წახვიდე.შვილის გამო იცხოვრო მეორე ნახევართან,ქალიც ცოდოა და კაციც.სხვათა შორის,ბევრი ჩემი ახლობლისგან მომისმენია არაერთხელ,ნეტავ, ჩვენი მშობლები გაცილებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთი არ დაეტანჯათო.
11:12 / 06-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გადასარევი გოგოა,რა უნდოდა იმ ტიპთან ანუ ქმართან ,მიკვირს:)
14:44 / 23-07-2018
გამოხმაურება / 0 /
სოსო
და გულზე ალბათ ჯვარი ჰკიდია.
09:15 / 19-07-2018
გამოხმაურება / 0 /
status quo
ამას ბოზობა ნდომებია.
19:10 / 18-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS