- მას შემდეგ, რაც მეუღლეს დავშორდი ერთი წელი არავისკენ მსურდა გახედვა. მერე კი გავიცანი ძალიან კარგი ბიჭი, ყოფილი კალათბურთელი და ახლა ვართ შეყვარებულები.
- უახლოეს მომავალში თქვენი გათხოვების შესახებაც ხომ არ გავიგებთ?
- არა, უფრო სწორად, არ ვიცი. ჩემთვის მთავარია გვერდით
ჩემთვის ფორმალური დაოჯახება და ქორწინების მოწმობა არაფრისმთქმელია. მირჩევნია, ოფიციალური გათხოვების გარეშე ვიყო ბედნიერი, ვიდრე ხელი მქონდეს მოწერილი და უბედური ვიყო.
- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- კარგი ნაცნობები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ კარგ მეგობრებად დავრჩით, რადგან როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, იქ რაღაც ბზარები ჩნდება.
ირაკლი ვაჩიბერაძე
ჟურნალი "სარკე"
