5 თვე გავიდა იმ სისხლიანი დანაშაულიდან - 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, დოდო გუგეშაშვილს კი ესროლეს,
მაგრამ დაჭრილმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო.
როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს, მკვლელი რამდენიმე თვით ადრე გაეცნო. დარწმუნებულია, რომ ის კილერი იყო და ვიღაცის დაკვეთა შეასრულა.
"მკვლელი დაჭრილი არ არის. საშინაო ფორმაში ვიყავი, ჩუსტებით, ხალათით და როგორ ვესროდი"- რას ამბობს გუგეშაშვილი?
ლიდერის თქმით, გაჩნდა ახალი ვერსია, რომელიც მას ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია - თავდასხმის ობიექტი თავად იყო და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს მისი ადვოკატიც. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ რუსი გენერალი გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთდა: "ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდა პირი, რომლის ვინაობასაც ასახელებს, და შესთავაზა, ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა პირები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილს მოკლავდნენ. სიაში დოდო გუგეშაშვილთან ერთად ყოფილა კიდევ ოთხი პირი. პატიმარი ამბობს, მე ვინც შემიკვეთა ეს, ერთ-ერთი რუსი გენერლისგან გამოგზავნილი ემისარი იყოო".
დოდო გუგეშაშვილი:
- ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდა გელა ნიკოლაიშვილმა. პატიმარი ამბობს, რომ მას უკვეთდნენ ჩემს მკვლელობას. თურმე სტამბოლში ყოფნისას მასთან მივიდა მისი ნაცნობი უცხო ქვეყნის მოქალაქე და უთხრა, რომ ის ერთ-ერთი რუსი გენერლის ემისარია და საზღაურის სანაცვლოდ სურდა ჩემი ლიკვიდაცია
...
პირველად მე მესროლა, ნამძინარევი ჩემი შვილი ყვირილისა და სროლის ხმაზე წამოხტა. რომ მესროლა, არ წავქცეულვარ, თვალებზე რაღაც გადამეფარა და როდესაც გონება დამიბრუნდა, დავინახე, რომ ჩემი შვილი სამზარეულოში ეგდო. ეტყობა, წააქცია, თავზე ედგა და იარაღმა "ასეჩკა" მისცა, ვერ მოკლა იმ მომენტში. ეს რომ დავინახე, გამოვვარდი, რომ მე გამომყოლოდა, მაგრამ არ გამომყვა, სანამ არ მოკლა. არც ფიქრობდა, რომ მე გადავრჩებოდი, რადგან ტყვია გულში მესროლა. იხილეთ ვრცლად: