16 ივლისი, 2018
"დავრჩი იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელები ვიპოვო და პასუხი ვაგებინო" - ვინ უკვეთავდა დოდო გუგეშაშვილის მკვლელობას?
"მე ვარ გრიგოლ გუგეშაშვილის დედა, დოდო გუგეშაშვილი და მე უნდა გავცე მათ სათანადო პასუხი. ყველაზე დიდი საშიშროება, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. უკან დასახევი არ მაქვს, ძალიან ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ იმ ქვეყნის საოკუპაციო ჯარს, რომელიც ჩემს სამშობლოშია. ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს, ამიტომ არ ვაპატიებ, არ შევარჩენ..."

5 თვე გავიდა იმ სისხლიანი დანაშაუ­ლიდან - 7 თებერვალს დოდო გუგეშა­შვილის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, დოდო გუგეშა­შვილს კი ესროლეს,
მაგრამ დაჭრილმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო.
ქალის­ ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და სწორედ ამ დროს ჩაირბინა კიბეზე დამნაშავემ. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა ინტერვიუ დოდო გუგეშაშვილთან. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს­, მკვლელი რამდენიმე თვით ადრე გაეცნო. დარწმუნებულია, რომ ის კილერი იყო და ვიღაცის დაკვეთა შეასრულა.  


"მკვლელი დაჭრილი არ არის. საშინაო ფორმაში ვიყავი, ჩუსტებით, ხალათით და როგორ ვესროდი"- რას ამბობს გუგეშაშვილი?
ლიდერის თქმით, გაჩნდა ახალი ვერსია,­ რომელიც მას ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია - თავდა­სხმის ობიექტი თავად იყო და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს მისი ადვოკატიც. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ რუსი გენერალი გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთდა: "ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდა­ პირი, რომლის ვინაობასაც ასახელე­ბს, და შესთავაზა, ან თვითონ აეღო საკუთარ­ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა პირები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილს მოკლავდნენ. სიაში დოდო გუგეშაშვილთან ერთად ყოფილა კიდევ ოთხი პირი. პატიმარი­ ამბობს, მე ვინც შემიკვეთა ეს, ერთ-ერთი რუსი გენერლისგან გამოგზავნილი ემისარი­ იყოო".

დოდო გუგეშაშვილი:

- ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდა გელა ნიკოლაიშვილმა. პატიმარი ამბობს, რომ მას უკვეთდნენ ჩემს მკვლელობას. თურმე სტამბოლში ყოფნისას მასთან მივიდა მისი ნაცნობი უცხო ქვეყნის მოქალაქე და უთხრა, რომ ის ერთ-ერთი რუსი გენერლის ემისარია და საზღაურის სანაცვლოდ სურდა ჩემი ლიკვიდაცია

...

პირველად მე მესროლა, ნამძინარევი ჩემი შვილი ყვირილისა და სროლის ხმაზე წამოხტა. რომ მესროლა, არ წავქცეულვარ, თვალებზე რაღაც გადამეფარა და როდესაც გონება დამიბრუნდა, დავინახე, რომ ჩემი შვილი სამზარეულოში ეგდო. ეტყობა, წააქცია, თავზე ედგა და იარაღმა "ასეჩკა" მისცა, ვერ მოკლა იმ მომენტში. ეს რომ დავინახე, გამოვვარდი, რომ მე გამომყოლოდა,­ მაგრამ არ გამომყვა, სანამ არ მოკლა. არც ფიქრობდა, რომ მე გადავრჩებოდი, რადგან ტყვია გულში მესროლა. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS