11 ივლისი, 2018
თამუნა მუსერიძემ "სასიკვდილო" დიეტით 16 კილო დაიკლო
მსახიობ სანდრო მიკუჩაძის ოჯახში ყველაფერი ორი ქალის გარშემო ტრიალებს - საყვარელი ქალის თამუნა მუსერიძისა და პატარა მარიანასი, რომელიც ერთი თვის წინ დაიბადა.

ის თამუნას და სანდროს პირველი საერთო შვილია ქორწინებიდან. წინა ქორწინებიდან თამუნას ვაჟი ჰყავს ალექსანდრე მაკალათია, სანდროს - ქალიშვილი.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, თამუნას ცხოვრების სტილი არ შეცვლილა, არც აქტიური მუშაობა შეუწყვეტია. ახლა მისთვის მთავარი პრობლემა წონაა, რადგან ფეხმძიმობისას მომატებულმა კილოგრამებმა დიდ სტრესში ჩააგდო. ამის გამო მადაც დაკარგა.

- თამუნა, თბილისის ცხელ დღეებს
როგორ უძლებთ, როგორ გრძნობს თავს თქვენი პაწაწინა ქალიშვილი?

- სულ წუხს, ვერ იძინებს. ბაკურიანში ვიყიდეთ ბინა, რომლის რემონტიც მალე დამთავრდება და გვინდა, წავიდეთ. ზოგი პედიატრი ამბობს, სამ თვემდე ბავშვის გაყვანა არ შეიძლებაო. ახლა კიდევ ერთი ვიზიტი დაგვრჩა პედიატრთან და გვეტყვის, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ძალიან ცოდოა თბილისში, რადგან საშინლად ცხელა.

Rating
- ბუნებრივ კვებაზე გყავთ?
- ხელოვნურზე, რადგან როგორც კი გავაჩინე, 3 დღეში სამსახურში გავედი. ერთადერთი, რასაც ითხოვს, არის საჭმელი.

- მშობიარობის შემდეგ ძალიან სწრაფად დაგიკლიათ წონაში. ეს როგორ შეძელით?
- დიეტა არ გამჭირვებია, რადგან დიდად მჭამელი ისედაც არ ვარ. მშობიარობის შემდეგ იმ დონის სტრესი მქონდა, რომ დღეში მხოლოდ 2 ნაჭერ ყველს ვჭამ. 16 კილო დავიკელი.

Rating

- წონის გამო გქონდათ სტრესი?
- კი, წონის გამო, რადგან არაფერი მეტეოდა. სპეციალურად არ ვყიდულობდი ტანსაცმელს, რომ მეყიდა, მერე მოვეშვებოდი და ასე უცებ არ დავიკლებდი. ახლა რომ ვიცი ტანსაცმელი არ მაქვს, ისტერიკა მემართება და მინდა, რაც შეიძლება მალე გავხდე.

- დღის განმავლობაში რა საკვებს იღებთ?
- დღეს, მაგალითად 2 ცალი ხორციანი ბლინი ვჭამე და მეტს აღარაფერს მივიღებ. მართლა თავს ვიკლავ იმისთვის, რომ გავხდე. თუ ძალიან მომშივდა, შეიძლება ერთი ცალი კიტრი შევჭამო.

გიორგი საკარული
ჟურნალი „სარკე“


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თაკო
ანუუუ ესეთი უაზრობების რეკლამირება არარის საჩირო შიმშილით ყველა დაიკლებს ეს დიეტა არაა თავის მოკვლაა
23:50 / 07-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მარა
ეს ორი ერთნაირი ძააააან მიყვარს და ეს გოგოცუნაც რა საყვარელი ჰყააააავთ.
09:48 / 12-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Niania
Ra sayvareli baiaa!
06:24 / 12-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS