- ბატონო გურამ, საიდან გაგიჩნდათ ამ წიგნის შექმნის იდეა და რამდენი ხანი მუშაობდით „საქართველოს ალტერნატიულ რუკაზე“?
- 2013 წელს დავიწყე წერა, მანამდე მქონდა
- რა აღმოჩენები გააკეთეთ საქართველოზე ამ წიგნზე მუშაობისას?
- მე თვითონ, ზოგადად ბევრს ვმოგზაურობ, განსაკუთრებით საქართველოში, წიგნზე მუშაობის პროცესშიც მიწევდა მოგზაურობა. ვმუშაობდი ტელეიმედის პროექტში „კულინარიული ექსპედიცია“, რომლის მეშვეობით მთელ საქართველოში ვეძებდით მივიწყებულ კერძებს, ეს კარგი სტიმული გახდა ჩემთვის, 2013 წელს დაწყებულ წიგნზე მუშაობა დამემთავრებინა.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რომელი ნაწილია ამ წიგნში, თქვენი აზრით, თქვენს ყველაზე მაგარ მიგნებად რომელი მიგაჩნიათ?
- მიგნების რა გითხრათ, მაგრამ მე თვითონ პირადად, როგორც იდეა მომწონს, თავი მედეას შესახებ. ამ შემთხვევაში მედეას მითი ცოცხლდება არა ტრადიციულად კოლხეთში, არამედ სვანეთში. ასევე, ბევრი ტექსტი მაქვს დაწერილი აფხაზეთზე და ცხინვალზე. ეს ორი რეგიონი არის არა სადღაც შორს, არამედ მოქმედება ვითარდება თანამედროვე დროში. ცხინვალს რაც შეეხება, მთავარი მოქმედი პირი, ასე ვთქვათ, ავტორი ჩადის ცხინვალში და ცხინვალიდან მიდის ნიქოზში ტრამვაით, თანამედროვე მუსიკის კონცერტს უნდა დაესწროს, ეს არის კლასიკური მუსიკის კონცერტი, ალტერნატიული სიუჟეტი არის და ასევე მოქმედება ხდება გაგრაში. სწორედ ეს სამი თავი მომწონს ყველაზე მეტად.
- რატომ უნდა წაიკითხოს, როგორ ფიქრობთ მკითხველმა თქვენი წიგნი?
- მე ვცადე დამეწერა ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც არ დაეზარებოდა ისეთ ადამიანებს, ვისაც დრო არა აქვს, კითხვა გადაჩვეულ ხალხსაც უნდა მოეწონოს, წესით, ეს წიგნი და მათაც, ვისაც წიგნის კითხვის დრო არ აქვს. ისე არის აწყობილი წიგნის 365 გვერდი, ერთი თვის შემდეგაც თუ გააგრძელებ კითხვას, არ დაგავიწყდება.