10 ივლისი, 2018
"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად
ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი მთლი­ანად ბავ­შვებს მი­უ­ძღვნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თავი გა­წი­რა და შვი­ლე­ბი კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტე­ში წა­იყ­ვა­ნა. ბავ­შვე­ბის­თვის ეს პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლდათ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. თუ რა­ტომ იყო ეს ნა­ბი­ჯი ხა­ტი­ას მხრი­დან "თავ­გან­წირ­ვა", ამას სამი შვი­ლის დე­დას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ი­კი­თხავთ:

- ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, გაბ­რი­ე­ლას კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლებ­მა ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ დას­ვე­ნე­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბა 2 თვით ადრე დავ­გეგ­მეთ, უფრო მეტ­ნი უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, სამ­ნი გა­ვემ­გზავ­რეთ 6 ბავ­შვით.

მე პირ­ვე­ლად წა­ვე­დი შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. 2 თვით ადრე და­ვი­წყე
სა­კუ­თა­რი თა­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შემ­ზა­დე­ბა, რომ იქ მივ­დი­ო­დი არა ჩემი დას­ვე­ნე­ბის­თვის, არა­მედ ბავ­შვე­ბის­თვის, მათ­თვის უნდა და­მეთ­მო მთე­ლი დრო და ყუ­რა­დღე­ბა, ისიც გა­ვით­ვა­ლი­სი­წი­ნე, რომ "ვა­ლე­რი­ა­ნე­ბი" დამ­ჭირ­დე­ბო­და (იცი­ნის).

მოკ­ლედ, წა­ვე­დით, ეგ­ვიპ­ტე­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, 55 გრა­დუ­სი იყო, მაგ­რამ იქ სხვა­ნა­ი­რი ჰა­ვაა და ასე მძაფ­რად არ იგ­რძნო­ბა სი­ცხე, თან ზღვის პი­რას ხარ, გინ­და ჩახ­ტე­ბი და გაგ­რილ­დე­ბი, გინ­და - ამოხ­ვალ. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ად­ვი­ლად იტან ამ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას.

ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ ბავ­შვე­ბი არ დამ­წვა­რიყ­ვნენ და მზის დარ­ტყმა არ მი­ე­ღოთ, ამი­ტომ დავ­რბო­დი კრე­მე­ბით და ქუ­დე­ბით ხელ­ში. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა სა­კუ­თარ რუ­ჯზე ლა­პარ­კი კი არა, ფიქ­რიც ზედ­მე­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ სირ­ბილ­ში და­მეწ­ვა მხრე­ბი და მი­ვი­ღე მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა. აქე­დან წა­ღე­ბუ­ლი მქონ­და მთე­ლი აფ­თი­ა­ქი, მაგ­რამ აღ­მოჩნდა, რომ არ მქონ­და დამ­წვრო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

იქ სა­ერ­თოდ ფული არ გე­ხარ­ჯე­ბა, იმი­ტომ რომ "ოლ ინ­კლუ­ზი­ვია" და თუ ბავ­შვე­ბის კაპ­რი­ზებს არ ჩავ­თვლით, ფული არ გჭირ­დე­ბა, მე კი, რაც ფული მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი, თით­ქმის წამ­ლებ­ში დავ­ხარ­ჯე. თან ვერც გა­ვა­გე­ბი­ნე, რა მინ­დო­და, მერე მომ­ცეს თა­ვი­ან­თი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც, რა თქმა უნდა, არ მიშ­ვე­ლა და ისე მტკი­ო­და მხრე­ბი, ხელ­საც ვერ ვი­დე­ბდი.

რას ვი­ზამ­დი?! ეს მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ ყო­ვე­ლი დილა იწყე­ბო­და ბავ­შვე­ბის თხოვ­ნით, წა­ვი­დეთ აუზ­ზე, ამ დამ­წვა­რი მხრე­ბით მინ­დო­და, არ მინ­დო­და, მა­ინც დავ­დი­ო­დი... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თვი­თონ ბავ­შვე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ემო­ცი­ე­ბით დაბ­რუნ­დნენ უკან, უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დნენ ერ­თმა­ნეთს. იმ­დე­ნად კარ­გი იყო, ვფიქ­რობ, მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა, თავი გა­და­დო იმის­თვის, რომ ბავ­შვებს ასე ასი­ა­მოვ­ნო. ჩემი შუ­ა­თა­ნა გოგო ისე გა­შავ­და, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი ეგო­ნათ, მო­ა­ნას ეძახ­დნენ, თან აფ­რი­კუ­ლი ნაწ­ნა­ვე­ბი გა­ვუ­კე­თე. იქვე და­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გთა­ვა­ზობ­დნენ თმის დაწ­ნას, ჰოდა და­ვაწ­ნე­ვი­ნე, ყო­ველ დი­ლით თმის და­ვარ­ცხნის პრო­ცე­დუ­რა მა­ინც მქონ­და აცი­ლე­ბუ­ლი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS