28 ივნისი, 2018
"ორივე წითური და ლურჯთვალებაა, რაღაცნაირი ბავშვები არიან..." - მეგი გოგიტიძის ოჯახური ბედნიერება
"შვილები ორივე წითური და ლურჯთვალებაა, რაღაცნაირი ბავშვები არიან. ძალიან მაიმუნები, აქტიურები. მთელი დღეები და ღამეები გაწამაწიაში ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს! ასე არის უფლისგან დადგენილი, რომ დედა-შვილი და მამა-შვილი, ოჯახი ის კავშირია, რომელიც განუწყვეტელია ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც!" - მომრერალმა მეგი გოგიტიძემ ოჯახური ბედნიერებით გამოწვეული ემოცია გაგვიზიარა...

- მე და ჩემი მეუღლე უკვე ხუთი წელია ერთად ვართ... ქობულეთელი ვარ, ჩემს მეუღლესაც დედა ქობულეთელი ჰყავს და ერთმანეთი ქობულეთში გავიცანით. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით... შემდეგ
გაჩნდა ჩვენი პირველი შვილი –
სიდონია.

- დღეს როგორ იხსენებთ იმ სიხარულს, როდესაც დედა გახდით?
- ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი საოცრება, რაც კი რამე არსებობს! რაც კი რამე განცდა, გრძნობა მქონია, იმ წუთებს ვერაფერი შეედრება. დღეს უკვე ჩემი შვილი ოთხი წლის არის და რომ ვუყურებ, ყველა წუთს ის მომენტი მახსენდება, როცა ამ ქვეყანას მოევლინა. ის სიყვარული, რაც იმ წამიდანვე დაიწყო... იმ წუთიდანვე რაღაც სასწაული დამემართა... შემდეგ ბუნებრივია, ბავშვის გაზრდის დროს ბევრი ეტაპებია. სანამ გაიზრდება, დედა უფრო მეტად ბავშვის აღზრდაზეა გადართული. სულ ღელავს, ბავშვს რამე არ მოუვიდეს, მუცელი რატომ ტკივა, პირველი სიცხე - დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული და დედა-შვილური

სიყვარულის ბოლომდე გააზრება ვერ ხდება. პრობლემებია წინ წამოწეული. ბევრი რამ არ იცი, გამოუცდელი ხარ და შემდეგ უკვე, როდესაც ბავშვი თავისით დადის, ჭამს და გესაუბრება, ყველაფრის გააზრებაც უფრო მეტად მოდის... ბავშვის დაბადებიდანვე ისახება დიდი სიყვარული დედას და შვილს შორის! ეს რაღაც ამოუხსნელი საიდუმლოა, ჩემი აზრით, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სულ სურთ ერთმანეთთან ყოფნა.

- თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, კარიერა თუ ოჯახი?
- ეს კითხვა ჩემთვის ცოტა უცხოა... კარიერა რაში მდგომარეობს? - შენი შემოქმედების გამოვლინებაში ხომ?! შენი შემოქმედება შენ ხარ, ფაქტობრივად შენგან ვერც ჰყოფ. შვილებიც ასევე შენ ხარ! ეს ყველაფერი აუცილებლად შეთავსებადი უნდა იყოს. შემდგარი დედა რომ იყო და პროდუქტიული, შენი საქმე უნდა აკეთო, თუ შენ ის გაქვს! თუ არ გაქვს, არაფერი სჯობს, შენი თავი თავიდან ბოლომდე შვილებს მიუძღვნა! ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია დედამ თავისი საქმე აკეთოს და თავისი შვილებისთვის განუმეორებელი დედაც იყოს! ერთმანეთს ხელს არაფერში არ უშლის, მაგრამ რასაკვირველია ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები უპირატესია! ამის იქით ალბათ აღარაფერი აღარ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი კარიერა ეჭვქვეშ დავაყენოთ. როგორც ვახსენე, ერთმანეთს ხელს არ უშლის და რაღაცნაირად მეუხერხულება კიდეც პასუხი ამ კითხვაზე. ოჯახზე და შვილებზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არსებობს მგონია ამ ქვეყანაზე! განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარა
აუუუუ ძაააან მაგარი გოგონები გყავს მეგიიიიიი, უფლის წყალობა არ მოგაკლდეთ ბავშვებო.
01:33 / 24-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
არჩვეულებრივი გოგო არაჩვეულებრივი პატარა ლამაზმანებით. იხარეთ!
01:01 / 07-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS