თავდაპირველად, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, „ჯორჯიას“ გაგონებაზე, ეგონათ ლოპოტა ატლანტის ჯორჯიაში მდებარეობდა. იმ ფაქტით დაინტრიგებულებმა, რომ საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ყველაფერი გამოიძიეს ამ ქვეყნის შესახებ.
თავდაპირველად თაფლობის თვის გატარება დაგეგმეს ამ უცხო, იდუმალ ქვეყანაში, მოგვიანებით კი ისე შეუყვარდათ აქაურობა, გადაწყვიტეს, ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ.
მუჰამედ ფემი
- ბევრს ვმოგზაურობდით, ახალი დაბრუნებულები ვიყავით ერთ-ერთი
თავიდან დავჯავშნეთ ბილეთები და ორი კვირით წავედით კახეთში, მივხვდი საქართველო მარტო ლოპოტა არ იყო, აქ ყველაფერია - მთები, ზღვა... ამიტომ გადავწყვიტეთ სხვაგანაც წავსულიყავით.
ლამია ფარაგი
- ტურის გარეშე ჩამოვედით. ვეწვიეთ თბილისს, გვინდოდა ხალხთან პირადად გვეკონტაქტა, რომ უკეთ გაგვეცნო საქართველო, ამიტომ ქუთაისში ოჯახური ტიპის სასტუმროში დავბინავდით.

მზარეულების ოჯახში მოვხვდით და ყოველ საღამოს მათთან ერთად ვათვალირებდით ამ ულამაზეს ისტორიულ ქალაქს. მათთან ურთიერთობა ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
როცა დუბაიში დავბრუნდით, გამახსენდა, რომ მაგისტრატურაში ქართველთან ერთად ვსწავლობდი. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ამ ქვეყნით, ჩემს პროფესორებს ვთხოვე, დამხმარებოდნენ ქართველი ჯგუფელის მოძებნაში და დამეხმარნენ კიდეც.
ის ყაზახეთში ცხოვრობს, როცა გაიგო, რომ თაფლობისთვე მის სამშობლოში გავატარე, გაკვირვებით მითხრა, მანდ რა გინდოდაო. საბოლოოდ, სწორედ ის დამეხმარა ყველაფერში და ასე გადმოვედით საქართველოში.

- რას აკეთებდით დუბაიში?
- დუბაიში გვქონდა მარკეტინგის კომპანია, მთელ სამხრეთ აფრიკაში ვეწეოდით ჩვენს საქმიანობას, ვთანამშრომლობდით ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორებიცაა: „მაზდა“, „აქსაის“ და ა.შ.
მუჰამედი:
- მე განათლების სფეროში ვმუშაობდი და მერე უკვე ტურიზმის სფეროში გადავინაცვლე, ჩავერთე ცოლის საქმიანობაში.
კარგი შემოსავალი გვქონდა, კარგი ქვეყანა გაქვთ ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ როგორც ლამაზ ქალს სჭირდება მაკიაჟი, ასე უნდა სწორად შეფუთვა ყველაფერს. მიყვარს გამოწვევები და მზად ვარ, ნულიდან დავიწყო ყველაფერი ამ ქვეყანაში.
საქართველო ბიზნესის განვითარებისთვის კარგი ქვეყანაა, ბიუროკრატიული ეტაპები არაა გასავლელი. საქართველოში დიდი კომპანიები რომ შემოვიდნენ, ბევრი დეტალია გამოსასწორებელი, თუნდაც ყველაზე ელემენტარული, ქვეყანაში ენის პრობლემაა. სამინისტროდან ინფორმაციას ინგლისურ ენაზე ვერ მოგცემენ.

- მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია...
მუჰამედი: ინტერნეტით აღმოვაჩინე. ავღფრთოვანდი მისი შრომისმოყვარეობით, მის შესახებ წავიკითხე ყველაფერი და მოვიხიბლე, შეხვედრა შევთავაზე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე განათლების სფერო მარკეტინგთან როგორ დამეკავშირებინა, რომ შეხვედრისთვის დამაჯერებელი მიზეზი მომეფიქრებინა. მოკლედ შევხვდით რომანტიკულ ადგილზე და მალე მიხვდა, რომ ეს პაემანი იყო და არა საქმიანი შეხვედრა.
ლამია: 4 კვირაში დავქორწინდით. ჩვენთან დაოჯახება ისე ხდება, როგორც თქვენთან - მოვიდა, გაიცნო მამაჩემი და სთხოვა ჩემი ხელი. ქორწილი ეგვიპტეში გადავიხადეთ. ჩემთვის რთული იყო მათ მენტალობასთან შეგუება, მამისთვის რთული იყო ახსნა, რატომ ვქორწინდებოდით გაცნობიდან ასე მალე, მაგრამ მან შეძლო ჩემი გულის მოგება უმოკლეს დროში და მამაც დათანხმდა ქალიშვილის გათხოვებას.
მარიემ კაკაურიძე