- უკვე მეორედ გახდი ლიდერი ზედიზედ, ხალხს უყვარხარ... რას ეტყოდი მათ?
- რა უნდა ვუთხრა... ბედნიერი ვარ, წინა ინტერვიუში ავღნიშნე, სასწაულების მჯერა მეთქი და ჩემს ცხოვრებაშიც ხდება სასწაულები... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხი გვერდში მიდგას და აფასებს ჩემს მუსიკას - რასაც ვმღერი, რასაც ვგრძნობ... ძალიან ბევრი
- ვიცი, გუშინ ძალიან დაითრგუნე იას გამო... როგორ ფიქრობ, ჟიურიმ სწორი არჩევანი გააკეთა იასა და მარიამს შორის?
- ამ შემთხვევაში იასა და მარიამის შედარება ჩემთვის შეუძლებელია... ისინი განსხვავებული ჟანრის მომღერლები, სხვადასხვა ხასიათისა და ტიპაჟის ადამიანები არიან. ია არის აფროამერიკელი და შოკი ადამიანი, რომ მღერის მისი სახის მიმიკებზე ვკაიფობ, ელვის სისწრაფით, ენერგიულად მოძრაობს... მისი გაგდება უაზრობა იყო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ აზრიანი იქნება რომელიმე სხვისი გაგდება, ჩემი მეგობრები არიან და როგორ უნდა ვთქვა.
რაც შეეხება მარიამს, ის ბევრი ფაქტორის მქონე გოგონაა, ძალიან ლამაზია, კარგი ვოკალური მონაცემები, ხმის ტემბრი აქვს, საინტერესო პიროვნებაა ხასიათებითაც. აქედან გამომდინარე, ვერ განვასხვავებ და ვერ ვიტყვი, რომ ია უნდა გავარდნილიყო და მარიამი დარჩენილიყო, ან ია დარჩენილიყო და მარიამი გავარდნილიყო. არც უფლება მაქვს ამის და არც საჭიროდ მიმაჩნია. ორივე ჩემი მეგობრები არიან, იას წასვლა ძალიან მეწყინა, ეს იამაც იცის და მარიამის წასვლაც ანალოგიურად მეწყინებოდა.
- ერთხელ უკვე გკითხე, მაგრამ მაინც გკითხავ მეორედ... შეუძლებელია ამაზე წამით მაინც არ გაიფიქრო, როცა კონკურსში მონაწილეობ. გამარჯვების შემთხვევაში, როგორი წარმოგიდგენია მომავალი?
- „იქს ფაქტორში“ გამარჯვება ალბათ ყველა კონკურსანტის სურვილია. მაგრამ მე ვთვლი, რომ მე უკვე ძალიან ბევრს მივაღწიე ჩემი მუსიკით, ხალხის სიყვარულით და გვერდში დგომით და გამარჯვება, ნამდვილად კარგი დასასრული იქნება.
თუმცა, ამით არაფერი არ მთავრდება, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რის „დასპოილერებასაც“ არ ვაპირებ... ჩემი მუსიკის კეთებას ვაპირებ, ანუ რასაც აქამდე ვაკეთებდი. ასევე ძალიან მაგარი ლაივების და კონცერტების გეგმა მაქვს სხვადასხვა ქალაქებში, რესტორნებსა და ბარებს არ ვგულისხმობ, ძალიან მაგარ ადგილებში, აი, ყველაფერს ნახავთ მომავალში, აუცილებლად!
ხუთშაბათს საღამო მაქვს რვა საათზე ეკო გარდენში... და მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, გუშინ ალექს კიკვიძე იყო მოსული ჩემს საგულშემატკივროდ, მთელი გულით ვუხდი დიდ მადლობას მას, რომ ასე გულმოდგინეთ მგულშემატკივრობს, გვერდში მიდგას! უბედნიერესი ვარ, რომ იქს ფაქტორმა ყველაზე ძლიერი ადამიანი შემმატა ჩემს ცხოვრებაში!
მერიემ კაკაურიძე