”როდესაც გემი ვნახე პირველად და მოვინახულე მისი სამზარეულო, ჩავთვალე, რომ ეს უნდა გამხდარიყო ბათუმის მთავარი ატრაქცია - საუკეთესო ადგილი ქართული კულინარიის პოპულარიზაციისთვის, ქართული ღვინის დეგუსტაციებისთვის, ღია ზღვაში ეფექტები ასმაგდება. ეს სულ სხვა სპეციფიკაა და არ არის მარტივი. გემის რყევა საკმაოდ რთულად შესაგუებელი ფაქტორი გახდა ჩვენი სამზარეულოს გუნდისთვის.
გემი ”ბათუმი” საქართველოში ერთადერთი 4-ბორტიანი სასეირნო გემია, რომელიც ბათუმის ყველაზე კოლორიტულ ადგილას დგას და ელოდება სტუმრებს დღის და ღამის პროგრამაზე.
მისი მისია ქართული ღვინისა და სამზარეულოს, როგორც უძველესი კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის წარდგენა და პოპულარიზაციაა. გემის პირველი სტუმრები იყო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უკრაინული რეალითი შოუს გადამღები ჯგუფი “არიოლი და რეშკა”.
”მათ ერთი ნახვით მიიღეს გადაწყვეტილება და აარჩიეს გემი გადაცემის ძირითად პლათფორმად. მათ პირველებმა დააგემოვნეს ქართული ვახშამი და საუკეთესო ქართული ღვინოები შუა ზღვაში, დატკბნენ ქართული მრავალხმიანობით, ისიამოვნეს ქართული ნაციონალური ცეკვებით”, - განმარტავს გემი ”ბათუმის” წარმომადგენელი სოსო ნადარეიშვილი.

გარდა აღნიშნულისა, გემზე უკვე გაიმართა პირველი ბათუმური ქორწილი 200 სტუმარზე შუა ზღვაში, პირველი დაბადების დღე, ყველასათვის საყვარელი არტისტის და გემის გუნდის წევრის კახაბერის იუბილე 100 სტუმარზე და განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც რადიო ”პალიტრას” აჭარაში შესვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
”ჩვენი გემის რესურსები ითვალისწინებს მრავალფეროვანი ღონისძიებების შესაძლებლობას, ეს შეიძლება იყოს ვახშამი ორ ადამიანზე ღია ზღვაში გასეირნებით. ის საუკეთესო პლათფორმაა ქართული სამზარეულოს, როგორც ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის წარდგენისა და პოპულარიზაციისათვის. ჩვენი გუნდი მზად არის ყოველდღიურ რეჟიმში მიიღოს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქართული კულინარიის მარგალიტები და ავამაღლოთ მისი საერთაშორისო ცნობადობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კულინართა ფედერაციის პრეზიდენტების სტუმრობა, გალა ვახშამები და თემატური მასტერკლასების ჩატარება ერთობლივი ძალებით. გემის მუსიკალური ხელმძღვანელი არის კახაბერი. გარდა განსაკუთრებული წვეულებებისა, ის ყოველდღიურად ისეირნებს ბათუმი-ციხისძირის მიმართულებით. არსებობს დღის და ღამის პროგრამები და სტუმრებს მათი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით შეუძლიათ ესტუმრონ ჩვენს გემს”, - განმარტავს სოსო ნადარეიშვილი.

სულ ახლახან კი გემზე განსაკუთრებული ღონისძიება ჩატარდა. 23 ივნისს ”რადიო პალიტრამ” აჭარაში მაუწყებლობა დაიწყო, რასაც მისი 10 წლის იუბილეც დაემთხვა. სწორედ ამის აღსანიშნავად მოეწყო გემზე წვეულება. ”რადიო პალიტრას” მარკეტინგის მენეჯერის თამთა ასათიანის განმარტებით, წვეულებას ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის, აჭარის წარმომადგენლები, რადიოს თანამშრომლები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც რადიო ”პალიტრასთან” წლებია, თანამშრომლობენ.
”7 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბნენ, რომელმაც მწვანე კონცხისკენ აიღო გეზი. მწვანე კონცხთან გემი გაჩერდა და გაიმართა პრეზენტაცია, სტუმრები რადიოს 10-წლიან ისტორიას გაეცნენ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა კახაბერი, რომელიც მოგვიანებით დიჯეიმ შეცვალა. ორგანიზატორებს საღამოს კულინარიული ნაწილიც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და სპეციალურად ამ საღამოსთვის მოიწვიეს ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი. შეფმა მოამზადა ქართული კერძები, რომელსაც აჭარული აქცენტები გაყვებოდა თან. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო აჭარას და არა მარტო აჭარას აახმაურებს”, - განმარტავს თამთა ასათიანი.
საღამოზე იყო გათამაშება და უამრავი პრიზი. ბოლოს კი გაიჭრა ტორტი და იყო ლამაზი ფოიერვერკი. წვეულება გვიან ღამით დასრულდა.

