გასული კვირის სმს-ლიდერი გახლდათ ია ტომაში, რომელსაც საყვარელმა ადამიანმა არც მეტი არც ნაკლები, ხელი პრიდაპირ სცენაზე სთხოვა. განსაკუთრებული იყო თამთა ხუხუნაიშვილისა და ლევან მასპინძელაშვილის დუეტიც.
რა მოხდება დღევანდელ კონცერტზე და რას ჰპრიდება თაყვანისმცემლებს, ამის შესახებ „რეიტინგს“ თამთა ესაუბრა.
- დღევანდელ კონცერტზე ცნობილი ფილმის „გრეის
დღეს სრულიად განსხვავებულ თამთას იხილავს მაყურებელი, საერთოდ არ ვგავარ იმ თამთას, რომელსაც წინა კონცერტებზე უყურებდა და უსმენდა მაყურებელი.
- ალბათ სექსუალურად ჩაცმულიც გამოხვალთ სცენაზე და ესეც სიახლე იქნება თქვენი თაყვანისმცემლებისთვის?
- კი, სექსუალურად ჩაცმული გამოვალ სცენაზე. აქამდე რასაც ვიცმევდი, ის ჩაცმულობა ამ სიმღერას არ მოუხდებოდა. ცოტა კი გამიჭირდა ასეთი იმიჯის მორგება, მაგალითად გამიჭირდა კაბის ჩაცმა, არ ვარ მიჩვეული კაბებს, მაგრამ პროექტს ასე სჭირდება და დავთანხმდი.
დღევანდელი ნომერი დასამახსოვრებელი იქნება, როგორც ჩემი იმიჯით და სიმღერით, ასევე სცენის გაფორმებით და ქორეოგრაფიით.
- ცნობილია, რომ ეჭვიანი შეყვარებული გყავს, როგორ დაითანხმე ის, ისევ ხომ არ გაგიბრაზდა?
- არა, ავუხსენი, რომ ეს შოუს სჭირდება და ყველაფერს მიგებს. ყველას აქვს რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა მეორე ადამიანს არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის შოუ და მე არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც შეიძლება ვინმემ ცუდად მიიღოს, თუნდაც ერთმა მაყურებელმა.
- წინა კონცერტზე ლევან მასპინძელაშვილთან ერთად იმღერე და ემოციურად შეასრულეთ სიმღერა, ხომ არ იეჭვიანა ლევანზე?
- არა, მოეწონა ჩემი და ლევანის დუეტი. მგონი ჩემს ხმაზე მეტად ლევანის ხმა მოსწონს (იცინის).
- ბევრი ადამიანის ფავორიტი ხარ, მათ შორის ცნობილი ადამიანების, გამარჯვებასაც ნელ-ნელა უახლოვდები, რისი იმედი გაქვს?
- გამარჯვებაზე ერთი ხელის მოსმით ვერ ვისაუბრებ, რადგან ყველა კონკურსანტი ძლიერია და ნიჭიერი კონკურენტები მყავს. რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა. ჩემს თაყვანისმცემლებს ერთ რამეს ვეტყვი, როგორც აქამდე აქტიურობდნენ, თუ ისევ ისე გააგრძელებენ აქტიურობას, შესაძლოა, ფინალშიც მოვხვდე. გამარჯვებაზე მერე ვიფიქრებ.