21 ივნისი, 2018
"კაცები ხშირად მთხოვენ ქალებს ჯადო გავუკეთო" - ქართველი "ვედმა" მამაკაცებს ურჩევს პარტნიორები ხშირად არ შეიცვალონ
მია როდსი ნეკრომაგია. შთამომავლობით – „ვედმა“. მას ბავშვობიდან იზიდავდა სასაფლაოები და მიცვალებულებთან ურთიერთობა. მან იხილა და შეიგრძნო, თუ როგორ გამოჭრეს ყელი წინა ცხოვრებაში. ხედავს ადამიანი მოჯადოებული, დაწყევლილი არის თუ არა და უახლოვდება თუ არა მას სიკვდილი. ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის სულთან კონტაქტობს და ბადრი იმქვეყნიდან ბევრ სურვილს უსრულებს.

მია როდსი: მე ვარ ნეკრომაგი. ადამიანებს მიცვალებულების დახმარებით ჯადოსა და საგვარეულო წყევლას ვუხსნი. შევქმენი ჩემი პირადი არკანები, სადაც გაერთიანებული არის სისხლის მაგია, ნეკრომაგია, სარკის მაგია, დროის მაგია,
სტიქიები და ასე შემდეგ, რომელიც საგვარეულო ხაზს ხედავს, ანუ რა ხდებოდა მასში. ჩემთან მოსულ ადამიანს, უპირველესად, დიაგნოსტიკა უტარდება და ვადგენ, თუ არის ამ ადამიანზე ჯადო, შავმაგიური ზეგავლენა. სარკის მაგიაზეც ვმუშაობ, სარკე იმახსოვრებს ინფორმაციებს, ემოციებს. სწორედ ამიტომ ვაფარებთ სარკეზე ქსოვილს, როცა მიცვალებული სახლშია, რათა მიცვალებულის სული სარკეში არ გაიჭედოს. ჯადო, ეს არის ენერგოინფორმაციული დარტყმა ადამიანზე, სპეციალისტი აძლევს პროგრამას, რომ ამ ადამიანმა მოიკლას თავი, ან პირიქით, რომ იყოს წარმატებული და ჰქონდეს ბარაქა. სასიკვდილო ჯადო იხსნება სასაფლაოზე. მე უარყოფით ჯადოებს არ ვაკეთებ.

– როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?
– ნეკროენერგია ჩემში ბავშვობიდან დაიწყო. ჩემი ორივე ბებია, მათი დედები „ვედმები“ იყვნენ. შთამომავლობითი „ვედმა“ ვარ. სიტყვა „ვედმის“ ძალიან ეშინიათ, ეს იგივე გრძნეულია, ანუ ვგრძნობ მეტს, ვიდრე სხვა. ექვსი წლის ასაკიდან მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, არ ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი. როდესაც ეგონათ, რომ ეზოში ვთამაშობდი, ბებიას და ბაბუას გავეპარებოდი და სასაფლაოზე ვიყავი. ცოცხლებთან ამ ბოლო დროს დავიწყე ურთიერთობა, რადგან არასდროს ესმოდათ ჩემი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ადამიანის უკან დგას მისი მფარველი მიცვალებული, თუმცა, შეიძლება, მტერიც იყოს, რაც ადამიანის აურაზე აუცილებლად იგრძნობა. ასეთი ადამიანი, ჯანმრთელობის მხრივ, ძალიან ცუდად არის. როდესაც ადამიანს უკეთებენ სასაფლაოს მაგიას, დამიწება ხდება, ცოცხალ ადამიანს მიაწებებენ მკვდარს და ძალიან სწრაფმოქმედი და სასტიკი მაგიაა. მე ამ ყველაფერს ვხედავ. სასაფლაოზე მზის ჩასვლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა იყოს, თუ მოხსნას ვაკეთებთ, იქ ვართ მხოლოდ ჩვენ. ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მომყვება და ასეთ შემთხვევაში მის რაიმე ნივთზე გადმოვიტან ამ ენერგიას, სასაფლაოზე წავიღებ და ამ უარყოფით ენერგიას სიკვდილის ეგრეგორი ჩაიბარებს.

– რა ხდება სასაფლაოზე, როგორ ეკონტაქტებით მიცვალებულებს?
– სასაფლაოზე ვათვალიერებდი სულებს. სასაფლაოზე დიდი იერარქიაა, როგორც ჯარი, ისე არიან – მეფე, დედოფალი, ბაზიერები. თუ არ მიგიღო სასაფლაოს სულმა, ჯობია, მობრუნდე, თორემ შეიძლება, სიკვდილითაც კი დასრულდეს. სასაფლაოს ჰყავს თავისი მეფე და დედოფალი – პირველად დამარხული ქალი და კაცი, ისინი თავის ეგრეგორს უკვე სასაფლაოში ინახავენ. ყველა სული თავის სურვილს ამბობს. ძირითადად ითხოვენ წყალს, იმიტომ რომ წყლის ენერგიით, შაქრით და ხურდებით ისინი მოდიან და გესაუბრებიან. საკმარისია, მიცვალებულს დაუდო მონეტა, ის ალაპარაკდება და გიყვება ყველაფერს. ყოფილა შემთხვევა, შედიხარ, უტოვებ გადასახადს, ეს შეიძლება იყოს ღვინო, ხორცი, დაკლული ცხოველის სისხლი, ტკბილეული და წინასწარ უთანხმდები სიკვდილის სულს. გააჩნია, რა რიტუალს ატარებ. ყველა სასაფლაოს თავისი სული აქვს. თავისებურად განსხვავდებიან სასაფლაოები. არის სასაფლაოები, სადაც მე არ ვმუშაობ, იმიტომ რომ იქ ზედმეტად მომთხოვნი სულები არიან. მაგალითად, უთხოვიათ გადასახადი ორი ათასი დოლარი და მე მითქვამს, რომ არ მიღირს. გამოვბრუნდები და მივდივარ იქ, სადაც უფრო გულუხვი სულები არიან. როდესაც შევდივარ სასაფლაოზე, თვალდახუჭულს შემიძლია, ვიპოვო საფლავი, რომელიც მე მინდა, იმიტომ რომ იქ უკვე სიკვდილის სული მეხმარება.

– ქალები უფრო მოდიან თქვენთან თუ მამაკაცები?
– უფრო მეტად კაცები მაკითხავენ, რომ მოვუჯადოვო ვინმე ქალი, მე ასეთ რამეებს არ ვაკეთებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქალსაც უყვარს, უბრალოდ, ზედმეტად მეტიჩარაა. ვეკითხები არკანებს, მაქვს თუ არა უფლება, ჩავერიო ბედისწერაში... მე მქონია შემთხვევა, როდესაც მოსულა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სიდედრი უკეთებდა სასიკვდილო ჯადოს, შემდეგ ასეთი ადამიანი ავადდება, ლოთდება. ლოთობის, ნარკომანობისა და იგრომანიის ძირი არის შავმაგიური დაბინძურება. ასეთი ადამიანი, ადრე თუ გვიან, ტანჯვა-წამებით კვდება. არავის ვურჩევ სისხლისმიერ ნათესავზე ჯადოს გაკეთებას, რადგან ეს მთელ გვარზე ხორციელდება. ხოლო როდესაც სქესობრივი ურთიერთობაა ადამიანებს შორის, პარტნიორზე გადადის. ამიტომ ხშირად ვამბობ, ნუ იცვლით საყვარლებს, თორემ ჯადოსაც „გადმოიკატავებთ“. კაცი, რომელსაც ბევრი საყვარელი ჰყავდა, აუცილებლად ისჯება სამყაროსგან – ყველა ის ქალი ცუდს თუ არ უკეთებს, უსურვებს მაინც და შეიძლება, ეს კაცი იმპოტენციით დაავადდეს. ასევე, არც ქალბატონებს არ ვურჩევ, რომ ბევრი პარტნიორი გამოიცვალონ. ამით მათი აურა ბინძურდება და მათი კარმა იგრიხება. ადამიანს რომ შევხედავ, ვგრძნობ, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ხშირად ჩაიცვან მწვანე ფერის ტანსაცმელი. დოლარი მწვანე ფერის შემთხვევით არ არის. დოლარზე მაგიური ნიშნებია გამოსახული, ამიტომაც არის ასეთი ძლიერი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ კიბოს 95 პროცენტი არის შავი მაგია, წინა ცხოვრებაში დაგროვილი შავმაგიური, კარმული დაბინძურებაა. ადამიანს არ დაემართება კიბო, თუკი წინა ცხოვრებაში სუფთად ცხოვრობდა.


ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინი
მია როდსი ფბ-ზე ნახავთ
23:45 / 24-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
როგორ შეიზლება თქვენთან დაკავშირება
16:14 / 02-02-2019
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
რამდენი აფერისტია ამ ქვეყანაში და რამდენი დოყლაპია ვინც მათ ფულს უხდის.
16:40 / 24-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS