21 ივნისი, 2018
"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა
პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს დედა ცოტა ხნის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა, ის მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. რო­გორც ამ­ბობს, დე­დამ ბოლო 38 წელი სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა. ლილი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი გახ­ლდათ, შა­ვერ­ზაშ­ვი­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ი­დან.

"კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ამ­თავ­რა (და­ვით თო­რა­ძის კლა­სი), უამ­რა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას და მე მო­მი­ძღვნა. მის უამ­რავ კლა­სი­კურ ნა­მუ­შე­ვარს შო­რის ერთი ("მე და შენ") სა­ესტრა­დო ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ანრი ჯო­ხა­ძემ ცოტა ხნის წინ ჩა­წე­რა და მას­ზე უკვე კლი­პიც გა­და­ი­ღო", - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

კლი­პის
პრე­ზენ­ტა­ცია გუ­შინ შედ­გა. კომ­პო­ზი­ტორ ლილი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას თა­ვად ანრი ას­რუ­ლებს და კლი­პის იდე­აც და რე­ჟი­სუ­რაც მას ეკუთ­ვნის.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

- ეს სიმ­ღე­რა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ და­წე­რა. ნა­წარ­მო­ე­ბებს ძი­რი­თა­დად სა­გუნ­დო და კლა­სი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმნი­და. ეს ერთი სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რა ჰქონ­და, მაგ­რამ თა­რო­ზე იყო შე­მო­დე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ან­რიმ მო­ი­სურ­ვა ემ­ღე­რა და მერე მას­ზე კლი­პიც გა­და­ე­ღო. კლი­პის იდე­აც და რე­ჟი­სუ­რაც მას ეკუთ­ვნის. მგო­ნი, კარ­გი გა­მო­ვი­და, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ამაღელვე­ბე­ლია. კადრში დე­დას სუ­რა­თი ჩნდე­ბა და მას­ში ჩემი შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლის სი­ცო­ცხლე­ში?

- ცხა­დია, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მის სი­ცო­ცხლე­ში მოს­წრე­ბო­და, რა­ზეც გული მწყდე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ფიქ­რი მქონ­და. ცუ­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მად­ლო­ბა მე­გობ­რებს, ვინც და­მეხ­მარ­ნენ.

- რო­დე­საც უკვე დე­დის სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი არ­სე­ბობს, რა გრძნო­ბაა ეს?


- ჩემ­თვის იმას ნიშ­ნავს, რომ კი­დევ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს დე­და­ჩე­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, უფრო მეტი მო­ის­მენს მის სა­ხელ­სა და გვარს. დე­და­ჩე­მი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. წლე­ბი ჩემს აღ­ზრდას შე­ა­ლია და ნაკ­ლე­ბად ქმნი­და იმას, რისი შექ­მნაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. ძა­ლი­ან ხში­რად მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბით აჟ­ღე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ესტრა­დას არ ეტ­რფო­და, სულ ამ­ბობ­და, ეგ ყვე­ლას შე­უძ­ლი­აო. ხომ ვამ­ბობ, ეს ერთი სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში აქვს და­წე­რი­ლი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS