„რეიტინგმა“ გადაწყვიტა ახალგაზრდა რეჟისორი უფრო ახლოს გაგაცნოთ და მის ბოლოდროინდელ წარმატებაზეც მისგან შეიტყოთ.
- სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ, ახლახანს დავდგი სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრში, სპექტაკლი „შულერები“ „თეატრალური იმერეთის“ ფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა.
- რითი განსხვავდება რეგიონალური თეატრი თბილისის თეატრებისგან?
- ძირითადად, ხელფასით. ვანში მაღალ პროფესიონალური დასია,
- პირადად შენ რამდენი სპექტაკლი გაქვს გაკეთებული?
- რამდენიმე სპექტაკლი მაქვს დადგმული. თავდაპირველად ხორავას თეატრთან ვთანამშრმლობდი, შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა ავიღე, საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე და წლების შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემს მთავარ საქმეს.
- ანუ ბიზნესმენი რეჟისორი ხარ?
- კი, ასე გამოდის.
- რა ბიზნესი გაქვს?
- სარეკლამო სააგენტო მაქვს.
- რატომ გადაწყვიტე ბიზნესის დაწყება?
- ძნელია ამ ქვეყანაში მხოლოდ რეჟისორობით იცხოვრო, ამიტომაც დავიწყე ბიზნესი.
დიახ, რადგან ძნელია რეჟისორისთვის ამით იცხოვრო. ისე გამოდის, რომ ბიზნესი ავაწყვე და დავბრუნდი თეატრში. სწორედ ამ დროს დამირეკეს ვანის თეატრიდან და შემომთავაზეს სპექტაკლის დადგმა და მიხარია, რომ წარმატებული გამოდგა ეს სპექტაკლი.
- ცნობილ მსახიობთან ვისთან გიმუშავია?
- ძალიან ბევრთან. დავამთავრე გოგი ქავთარაძის ჯგუფი, 2006 წელს ჩავაბარე და ამ წლიდან მოყოლებული ვიყავი მისი ასისტენტი. მიმუშავია ზურა ყიფშიძესთან, გია ბურჯანაძესთან და სხვებთან.
- რომელ ქართველ მსახიობ ქალს ათამაშებდით თქვენს სპექტაკლში?
- მზია არაბული არის ძალიან დიდი მსახიობი, მოხარული ვიქნები, თუ ის ჩემს სპექტაკლში ითამაშებს. მე და მზია არაბული მეგობრები ვართ, მისგან თანხმობაც მაქვს მიღებული, მაგრამ ჯერ ვერ გავრისკე ისეთი სპექტაკლის დადგმა, სადაც მას ვათამაშებ.